პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით 2 ჩვილი შეიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე.

კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.