“პირველ არხზე” ჯერ ერთი ჭიქიდან ხვრეპდნენ და მერე ერთი ჯამიდან ჭამდა სამი…”

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს პირბადე ოკ. ვარ კანონმირჩილი ტიპი და ვთვალთმაქცობ, როგორც მავალებს სახელმწიფო, ვიყენებ, სადაც მევალება…

ამ დროს პირველი არხი-ზე რაღაც კაცების შოუში, დილით ტიპები, ერთი ჭიქიდან ხვრეპდნენ კოქტეილს, ახლა რაღაც კულინარიულ შოუში ერთი ჯამიდან ჭამს სამი ტიპი…

ნეტავ ეს ამდენი თვალთმაქცობა და სიცრუე არ შეიწირავდეს ჩემს ნერვებს… იმ გულწრფელ მორწმუნეებს, რაღას ვერჩოდით, მეც, მათშორის…

ხომ ვითამაშეთ ეს ფარსი, მგონი დროა მოვრჩეთ, ძაან სასაცილოა უკვე ეს პანდემიობანას თამაში…”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.