პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის დაზვერვას უხელმძღვანელებს – ვინ არის ევრილ ჰეინსი?

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი 51 წლის, ევრილ ჰეინსი გახდა, რომელიც თანამდებობაზე სენატმა დაამტკიცა. აშშ-ს სენატორებიდან მის კანდიდატურას მხარი 84-მა დაუჭირა. წინააღმდეგი კი, 10 იყო.

ევრილ ჰეინსი მანჰეტენში, ორი მეცნიერის ოჯახში დაიბადა. დედამისს ტუპერკულიოზი სჭირდა. The Baltimore Sun-ის ინფორმაციით, მას 12 წლიდან, ავადმყოფ დედაზე ზრუნვა უწევდა ხოლმე. მოგვიანებით, ევერილის ტინეიჯერობის ასაკში იგი, მაინც გარდაიცვალა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ფიზიკაში ხარისხის მინიჭების შემდეგ, ევრილ ​ჰაინსი ბალტიმორში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიეღო. მიუხედავად ამისა, მან უნივერსიტეტს თავი დაანება სხვა ოცნების ასრულება გადაწყვიტა. თავის ქმართან – დეივიდ დევიგისთან ერთად, „ადრიანსის წიგნის კაფე“ გახსნა. მასში თავისი გარდაცვლილი დედის ნახატები მისსავე საპატივცემულოდ გამოფინა. მალევე, კაფემ თავისი ყოველთვიური ეროტიკული ლიტერატურის კითხვის საღამოებით სახელი გაითქვა.

ევრილი 90-იან წლებში, იქამდე, სანამ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სამართალს ისწავლიდა და თავის პროფესიულ კარიერას ახალი განხრით წარმართავდა, ბალტიმორის Fells Point-ის ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტიც იყო.

იგი 2002-2003 წლებში, შეერთებული შტატების სასამართლოში, ცინცინატში მუშაობდა. 2007-დან 2008 წლამდე კი, სენატის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის საბჭოს დეპუტატის პოზიციაზეც იდგა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარე ჯო ბაიდენი იყო.

2010 წელს, ევრილი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, იგი 2013 წლიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილის სტატუსს ატარებდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ 2014 წელს, იგი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილედ დანიშნა, რომელ თანამდებობაზეც 2017 წლის 20 იანვრამდე იდგა.

2018 წელს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ევრილ ჰეინისს ფიზიკის ლაბორატორიის სამეცნიერო საზოგადოების უფროსი წევრის სტატუსი მიანიჭა.

გასული წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, პოლიტიკოსი ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოზიციაზე ჯო ბაიდენმა წარადგინა.

იგი აშშ-ის ისტორიაში, პირველი ქალია, რომელიც ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს.

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.