“პირველი არხის შენობას ვერ ვათბობთ, არც აუზი გვაქვს, ხანძარი რომ გაჩნდეს – ახალი შენობა უნდა აშენდეს”

„საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა უნდა აშენდეს, ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

„კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ, ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სად უნდა გადასულიყო ტელევიზია და როგორ აშენებულიყო ახალი შენობა. თუ ტელევიზია ძველ ადგილზე დარჩებოდა, მაშინ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, რაც მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული – ტელევიზიას უნდა შეეწყვიტა მუშაობა, ამდენი ადამიანი დარჩენილიყო უმუშევარი, ქვეყანა კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე.

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი – ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს. საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი.

ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც ამ შენობის გათბობა არის შეუძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. შენობის გვერდით, თავის დროზე, იყო დიდი აუზი, რომელსაც ხანძრის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. ახლა ესეც არ გვაქვს და ფაქტობრივად, ცეცხლმაქრების იმედად ვართ. ასე რომ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას – დღეს იწყება მშენებლობის პროცესი.

ერთი კვირის წინ მივიღეთ მშენებლობის ნებართვა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული და ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ ტენდერი დასრულდება წარმატებით და დავიწყებთ მშენებლობას. გვექნება ახალი, თანამედროვე, დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია“

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მოკლედ, ამას და ეკლესიას ფული არ კმაობთ!

  2. ანონიმური

    ამის გაუმაძღარი დედა კი მოვიკითხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.