პირბადის ტარებას ახალი დატვირთვა მიეცა

გამორიცხული არაა, რომ პირბადემ COVID-19-ზე ერთგვარი “აცრის” როლი შეასრულოს. ასეთი, ჯერჯერობით დაუსაბუთებელი, ჰიპოთეზა წამოაყენა ჟურნალთჰე New England Journal of Medicine-ში კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა მონიკა განდიმ (Monica Gandhi) და ეპიდემიოლოგმა ჯორჯ რაზერფორდმა (George Rutherford).

ჰიპოთეზა ემყარება კაცობრიობისთვის უკვე ცნობილ და საკმაოდ სარისკო ვარიოლაციის პრაქტიკას, როდესაც ადამიანებს გამიზნულად აინფიცირებდნენ ყვავილის ცოცხალი ვირუსით, რათა მათში გამოეწვიათ დამცავი იმუნური პასუხი, რაც განმეორებით ავადობას აარიდებდა თავიდან. ვარიოლაცია დროთა განმავლობაში შეიცვალა უფრო უსაფრთხო ვაქცინირებამ, რომლის დროსაც გამოიყენება ვირუსების დასუსტებული ფორმები.

განდისა და რაზერფორდის აზრით, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება ვარიოლაციის მსგავს ეფექტს იწვევს. საქმე ისაა, რომ ქირურგიული და ქსოვილის პირბადეები, რომელთაც ადამიანები ყველაზე ხშირად იყენებენ, მტარებელის ცხვირიდან და პირიდან მცირე ზომის წვეთების გაფრქვევის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მას თავად იდეალურად არ იცავს. ვირუსების ნაწილაკების ნაწილი გარემოდან რეგულარულად მაინც აღწევს პირბადეში და ხვდება სასუნთქ გზებში. ვირუსის ეს დოზა არასაკმარისია სეროიოზული დაავადების გამოსაწვევად, მაგრამ საკმარისია დამცავი იმუნური პასუხის მექანიზმის გასაშვებად- ორგანიზმი იწყებს იმუნური უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც იმახსოვრებენ ვირუსს, სწავლობენ მის შეცნობას და ეფექტურად უტევენ პათოგენს ახალი შეხვედრისას.

ჰიპოთეზის ავტორები ცხადია ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობენ. საუბარია ვარაუდზე, რომ რაც ნაკლები ვირუსის ნაწილაკები შეაღწევს ორგანიზმში, მით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ინფექცია. თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზა შეიძლება მართალიც აღმოჩნდეს. მაგალითად პოპულაციებში, სადაც პირბადეს ატარებს მთელი მოსახლეობა (სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში), უკანასკნელ დროს პანდემია COVID-19 კლებისკენ მიდის. ამასთან უსიმპტომო მტარებლების რიცხვი იზრდება, ხოლო მძიმე და ლეტალური შემთხვევები კი მნიშვნელოვნად ეცემა.

წყარო – მკურნალი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვარიცელააააააააა,ნუ ზარმაცობთ ჟურნალისტებო,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.