“პიკი გვქონდა გუშინ – რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, უკეთესი იქნება” – რა პროგნოზი მიაწოდეს გამყრელიძის უწყებას?

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმი-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვაშინგტონის უნივერსიტეტის “Institute for Health Metrics and Evaluation” – წარმოადგენს ერთერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს.

ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით (იხილეთ გრაფიკი ქვემოთ) ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ.

ჩემის აზრით ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდების თავისებურებებს და და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება.

და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა) ასე რომ, თუ უახლოეს 1-2 კვირაში ვნახეთ კლების ტენდენცია (შემთხვევების კლებას ვგულისხმობ, თორემ სიკვდილიანობის პიკი დაიგვიანებს 2-3 კვირა, როგორც ახასიათებს კოვიდს), ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება, არამედ დაადასტურებს Institute for Health Metrics and Evaluation – ის პროგნოზს და ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება.

P.S. შეცდომაში არ შეგიყვანოთ გამოვლენილი შემთხვევების ზრდამ, რადგან უახლოეს ხანს იგეგმება 2.5-ჯერ გაზრდა ტესტირების რაოდენობის; ამ გრაფიკზე საუბარია ინფიცირებულთა პროგნოზირებულ საერთო რაოდენობაზე და არა გამოვლენის რაოდენობაზე, რაც ცხადია ტესტირების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული)”

“ალია” შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკმა აღნიშნული წერილი სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა, ამირან გამყრელიძემ კი 24 საათის შემდეგ, მხოლოდ დღეს თქვა იმის შესახებ, რომ აქვთ პროგნოზი, ოღონდ, ამირან გამყრელიძის სიტყვებით ეს პროგნოზი სხვაგვარადაა ახსნილი, ის ამბობს:

“აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტი ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ევროპის და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, ასევე საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას. მათი გათვლების მიხედვით, სწორედ დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით. პროგნოზის მიხედვით, დეკემბრის პირველ კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, თუ არ შემოვიღეთ და არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, შეასაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.”

რატომ და როგორ ასწრებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ექიმები ინფორმაციის გავრცელებას, ეს ცალკე საკითხია, რატომ არ გვაწოდებენ ხელისუფლება და ჩინოვნიკები მოსალოდნელზე სწორ მასალას – ეს კითხვაც მოიცდის, მით უფრო, რომ წლობით გრძელდება უკვე ასე და მიჩვეულნი არიან, მხოლოდ ის თქვან, რაც აწყობთ, მაგრამ ახლა მაინც რატომ არ ავრცელებენ სწორ ინფორმაციას, ახლა მაინც რატომ არ გვეუბნებიან, რომ პიკი უკვე გვქონდა? პირიქით, ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ დღეს გამოცხადებულმა ინფიცირებულთა რიცხვის დაბალმა რაოდენობამ არ უნდა დაგვამშვიდოს!!!

  •  
  •  

3 Comments

  1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა...

    მაგრამ ამ უბედურებას რა ვუყოთ?,საიდანაც ვცელდება:”კოვიდ-19″, ქიმიური, ბაქტეოროლოგიური,ფაქტიურად მთელი მენდელეევის ქიმიური ტაბულის, დაავადებული ადამიანების სისხლის…ნანონაწილაკები?. აქედან გამომდინარე არავითარი {ვაშინგტონის უნივერსიტეტის “Institute for Health Metrics and Evaluation”} ჯანდაცვის სტატისტიკური ნამდვილი ანალიზი არ არსებობს(ფეიკია)…სინამდვილეში კორონავირუსების და ა. შ.
    გავრცელება არ გავრცელება დამოკიდებულია, დედამიწის ატმოსფეროს მაღალ შრეებში, რა დოზით, რა დროს და რომელ რეგიონებში გაავრცელებენ(მამონას) ზემოთ მოხსენიებულ ნივთიერებებს, ქიმტრეილების (ქიმიოტრასების) სახით!. ნახეთ კიდევ ერთი ასეთი შ ო კ ი ს მ ო მ გ ვ რ ე ლ ი ინფორმაცია ამ სფეროს პროფესიონალისაგან ! https://www.youtube.com/watch?v=kMrpK-QVTP4

    1. P.S.

      გამომრჩა აუცილებელი!} აგრეთვე მამონას დამქაშები ავრცელებენ; უცხოპლანეტური წარმოშობის ნანოორგანიზმებს, ნანონაწილაკებს, რაც ე.წ. მარგელონის, ჯერჯერობით შეუსწავლელ დაავადებასაც იწვევს!

  2. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    დ ა ს კ ვ ნ ა}ბატონ გიორგის არ ეხება, მისნაირები ღმერთმა გვიმრავლოს!} რომელსაც ჩვენ უკვე 4-5 წელია ვამბობთ!. კიდევ გავიმეორებთ…აბა რა ძალიან კარგია,ასე უნდა ამ ყანა, დაუნ ქართველებს როცა დამოუკიდებელი და მომავლის ხედვა რომ არ გექნება, ტვინის მაგიერ; ხაშლამებით,ხინკლებით, მწვადებით… თავი რომ გექნება გამოტენილი!… ძირს დამოუკიდებელი(დამოკიდებული კოლონია) საქართველო. თუ რუსეთი ვერ დაშალეს მაშინ, გაუმარჯოს რუსეთის გუბერნიათ გადაქცევას; თუ დაშალეს მაშინ გაუმარჯოს, დიდი ხაზარიის შემადგენლობაში გაერთიანებას, ციფრულ კონცლაგერში გოებათ(მონებათ); ან საქართველოს გაქრობას(ასიმილაციას) და დიდი არმენიათ გადაქცევას… ასე იცის 30წელიანმა: არჩევნებობიას, პოლიტიკოსობიას, პოლიციელობიას, ანალიტიკოსობიას,ექპერტობიას(ბაიდენმა გაიმარჯვაო…მდააა) ყაჩაღობიას, მღვდელობიას, ექიმობიას….”ბავშვურმა” თამაშებმა. ამიტომაც სულ ვართ ისე როგორც, ძაღლის ლეკვი წრეზე რომ დასდევს და კბენს თავის კუდს. “გლახაკს რათ უნდა ბოსტანი გადმოაბრუნე და მოს@@ანი…THE END

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.