პენსიის გაზრდა 400 ლარამდე და მე-13 პენსია – როგორია 2020 წლის დაპირებები?

რას სთავაზობს 2020 წელს სხვადასხვა პარტია პენსიონერ მოქალაქეებს:

მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ :

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაორმაგებულია პენსია და ზრდა მოხდება ყოველწლიურად“ – ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, ქართული ოცნება მოსახლეობას პენსიების ყოველწლიურ ზრდას ჰპირდება, თუმცა, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2021 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ :

„პენსია მინიმუმ 10%-ით უნდა გაიზარდოს, თანაც ყოველწლიურად, უნდა ჩამოიწეროს ყველა საპენიო სესხის პროცენტი“ , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 

„პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება “, – აღნიშნულია პარტიის გეგმაში.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“?

მათი დაპირებაც პენსიების ზრდა 400 ლარამდეა.

პარტია „ევროპული საქართველო“ 

პარტია 60-65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გაორმაგებულ პენსიას ჰპირდება.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 

„ჩვენ დავიწყებთ ისტორიულ საპენსიო რეფორმას, პენსია არა მარტო გაორმაგდება არამედ პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ აიღონ მე-13 პენსიაც კი“

პარტია “ტრიბუნა”

“ოპოზიციის ნაწილი ხალხს პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და მინიმუმ 2000 ლარიან ხელფასს ჰპირდება. ციფრები, რა თქმა უნდა გადასარევია, მაგრამ რას ვიყიდით ამ ფულით, აი ეს არის მთავარი, თორემ კუპონების დროს მილიარდები გვქონდა.”

რა იქნება სამომავლოდ, რამდენად გაიზრდება პენსია და რომელი პარტია შეძლებს 60-65 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეების გულის მოგებას ამას 31 ოქტომბრის შემდეგ ვნახავთ.

დღეის მდგომარეობით ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 220 ლარით. 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 30 ლარით და შეადგენს 250 ლარს.

  •  
  •  

3 Comments

  1. 123

    სულ პენსიონერებით მანიპულირებენ, ოღონდ არავის აქვს პენსიონერების დარდი, სულ წინასაარჩევნო ხრიკებია რა თქმა უნდა იციან რომ ძალიან უჭირთ და უნდა ასე შემოიკრიბონ ამომრჩეველი. საცოდავო საქართველო როდემდე? როდემდე?

  2. ანონიმური

    საცოდავ პენსიონერებზე გათვლილი მათხოვრები არიან უმრავლესობა ამ პარტიების.

  3. ბათუ

    სრულ სიმართლეს წერთ –123 და ანონიმური 17.40– ვინ დაიჯერებს რომ პენსისა 400 ლ გახდიან? საიდან? ისევ ჩვენი ჯიბეებიდან? ფასების მომატებიდან? საიდან საკითხავია. მე მჯერა რომ ყველაფერი ეს წინასაარჩევნო ფარსია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.