“პედაგოგებს მაღალ პენსიას თუ არ დაგვინიშნავთ, ვიქნებით სკოლაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”

პედაგოგი, ნინო მესხორაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გსურთ, რომ ხანდაზმული მასწავლებლები, რომელთაც სკოლაში მუშაობის 35-40-წლიანი სტაჟი აქვთ, პენსიაზე გაუშვათ?

კი, ბატონო, გავალთ, მხოლოდ მაშინ, თუ დაგვინიშნავთ მაღალ პენსიას (მგონი, ვიმსახურებთ), განსხვავებულს სხვა პენსიონერებისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით სკოლაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ოღონდ მოგიწევთ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება:

1) უფასო წამლები.

2) უფასო სამედიცინო მომსახურება.

3) ყურის აპარატი, სათვალე, კბილების პროთეზი – ესეც უფასოდ.

3) ზაფხულში მარაო (ცხადია, უფასოდ), ზამთარში რადიატორთან ჯდომა, ფუმფულა სავარძელში. (ვაიდა ჩაგვეძინოს, სკამიდან რომ არ გადმოვვარდეთ)

4) უფასო მგზავრობა.

5) სკოლის ავტობუსამდე ან საზ. ტრანსპორტამდე მისასვლელად ერთი ადამიანის გამოყოფა.

6) არდადეგებზე ორკვირიანი კურორტი მთაში და ზღვაზე.

7) ახალგაზრდა სტაჟიორი სილაბუს-მილაბუს-თემატურ-სქემატურ-ჟურნალ-გაზეთების შესავსებად.

ეს არის ჩემი მოკრძალებული მოთხოვნა.

სამი წლის წინ დამიწერია და ვერაფერს დავამატებ. თქვენ, მასწავლებლებო?

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მაკარონი გინდა? (პატარა გოგონას კითხვა youto be- დან

  2. .

    სრულიად ვეთანხმები სამხედროებს და მასწავლებლებს მაღალი პენსია, მასწავლებლის პენსია გათანაბრებულია იმ ადამიანების პენსიას რომელთაც თავის ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ ეს მართებულია?

  3. უფფფ

    უფფფ…მაინძელო,ბარემ მოხარშული წაბლიც დაგემატებია, არაა მძიმე “სუფრა” გაუძლებს

  4. მარო

    პენსია კი არა ,, გამზრდელის “ მორალური კოდექსის თანახმად უმრავლესობა კედელზე ხართ მისაყენებელი და დასახვრეტი!!!
    რატოომ?! კიდევ კითხვას ბედავთ თავხედურად?!
    იმიტომ რომ სწორედ თქვენი გაზრდილი ნაძირლებით დაკომპლექტებული მთავრობები ანადგურებენ საქართველოს 30 წელია!!!
    რა ნაგავი მორალიც გაქვთ, ისეც აღზარდეთ!!!
    ამოსაწყვეტი ხართ! პენსია კი არა უფასო კუბოც არ გეკუთვნით საქართველოს დაქცევისთვის

  5. ანონიმური

    ვეთანხმები მაროს .ჩემი სათქმელი თქვა.რის საფუძველზე გეკუთვნით ეგ შენი ჩამონათვალი?მაინც ვერაფერს ასწავლით სკოლაში და ბავშვები რეპეტიტორწბთან დადიან.ათასობით ლარს ხარჯავენ .რომ უმაღლესში ჩასაბარებელ გამოცდებზე გავიდნენ.
    და კიდევ რითი არიან თქვენზე ნაკლებები დანარჩენი პენსიონერები.ისინი ვინც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ბოლოს კაპიკებზე დასვეს?ეგ შენი მასწავლებლობა გაითხარე უკან.ამას არ ვამბობ ღირსეულ და მართლა დამსახურებულ მასწავლებლებზე.

  6. ანონიმური

    arada yvela normalur qveyanasi yvelaze didi pensia eqimebs aqvt!

    1. ანონიმური

      პენსიების გაზრდა, თქვენს დირექტორებს მოკითხეთ! არჩევნებზე 41 შემოხაზეთო, ბრძანება ხომ კარგად შეუსრულეთ?

  7. ანონიმური

    გეტყობა პედაგოგი რომ ხარ და ენას იფხან.მეც ყოფილი პედაგოგი ვარ 40 წლი სტაჟით.

  8. ანონიმური

    მოხარშული წაბლი.ტორტი და ორი კოკა კოლა ,კვირაში ერთხელ.გამოგრჩა სიაში.იქნებ მალე ჩაამატო.უცებ არ დაამტკიცონ შენი მოთხოვნები.

  9. ანონიმური

    და ექიმებს, ვირის თავფეხი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.