“პატრიოტთა ალიანსმა” თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართა.

პროტესტი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების – „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ფილიალების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს უკავშირდება.

“მოვედით იმიტომ რომ ამერიკის ხელისუფლებას ვუთხრათ, გაიტანეთ NDI და IRI საქართველოდან დაამთავრეთ ეს ტყუილი. არის ჯგუფი, კრამერების, ბრაიზა, ტორტონი და სხვები, რომლებიც საქართველში წლების განმავლობაში ატარებენ ექსპერიმენტს, სააკაშვილის და ბოკერიას სასარგებლოდ”,-ამბობს ინაშვილი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. დიპლომიანი მუშა

    არ ვიცი,ვინ დგას ამ ხალხის უკან,მოსკოვი,ფხენიანი თუ დუშანბე,მაგრამ ერთი რამეა გასაკვირი.მამულიშვილებად და ქართველობის ბურჯებად წარმოგვიდგინეს თავი და ამავდროულად თავიანთ ტელევიზიას დაარქვეს არაქართული სახელი – “მედია-კავშირი “ობიექტივი”,ხოლო პარტიას კიდევ უფრო არაქართული სახელი- “პატრიოტთა ალიანსი”. ეტყობა,ქართულ ენას ვერ ძალუძს ამ სიტყვების გადმოცემა..(რას ვიზამთ,ღარიბია ჩვენი ტკბილ-ქართული ენა).აჩვენებენ რომელიმე მამულიშვილს,მაგალითად გიორგი მაზნიაშვილს;მოგვიყვებიან მის გმირობაზე და ბოლოს ასე ამთავრებენ – გიორგი მაზნიაშვილი – მედია-კავშირი “ობიექტივი”. გეგონება, გიორგი მაზნიაშვილი ამ მედია-კავშირის ჟურნალისტი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.