პატრიარქმა გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ფონდი შექმნა!

სოციალურ გვერდზე “მამა იოანეს მრევლი” ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ხელმოწერილი, საქართველოს საპატრიარქოს ბრძანებულება ნომერი 117.

რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ 13 ოქტომბერს, შეიქმნა ფონდი გაჭირვებული ადამიანებისათვის, ფონდი შეივსება საწევროთი, საწევრო განისაზღვრა 1 ლარით თვეში. ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს და ფონდის დირექტორს დაევალათ ყოველწლიური მოხსენება წარადგინონ კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე.

2020 წელია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1 ლარიან საწევროზე დაფუძნებულ ფონდ ქმნის გაჭირვებული ადამიანებისთვის!

2020 წელია, კათოლიკოს-პატრიარქი გაჭირვებულთათვის ფონდს ქმნის და პარლამენტარების ნაწილს რომ ჰკითხო, ქვეყანაში გაჭირვებული არ გვყავს, მინისტრებს რომ ჰკითხო, გაჭირვებულებს კი არა, ლარს უნდა დავუდგეთ გვერდში, იმ ლარს, რომელიც ჩვენ სულ 200 ცალი მოგვცეს და თავად 200 ათასებს იღებენ.

2020 წელია, კათოლიკოს-პატრიარქი გაჭირვებულთათვის ფონდს ქმნის და ე.წ. ექსპერტები და ანალიტიკოსები წერენ, ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდა, ყველაფერი კარგადაა, ატამი კარგ ფასად იყიდება, ექსპორტი გაიზარდაო, ინვესტიციებიც შემოდის და ჩვენ გვერდით, ახლა ხალხს ნაკლებად უჭირსო – სად ცხოვრობენ ეს ექსპერტები, იგივე ქვეყანაში არ ცხოვრობენ, სადაც ილია მეორემ 2020 წლის 13 აგვისტოს გაჭირვებულების დასახმარებლად ფონდი გახსნა?

ფონდის საწევროც რა სიმბოლურია, 1 ლარი, როგორც ჩვენ გაჭირვებულ ქვეყანას შეეფერება.

იმედია, ფონდში გაწევრიანება სასულიერო პირების გარდა, საჯარო მოსამსახურეებსაც შეეძლებათ, იმედია, ნათია თურნავა, პრემიერი გახარია, ეკატერინე ტიკარაძე, ამირან გამყრელიძე და სხვა ჩინოვნიკებიც გადაიხდიან 1 ლარს!

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    საღოლ ბოჭოოოო.

  2. ანონიმური

    შენი ბიჭოა პატრირქი შე ახვარო?

  3. ანონიმური

    შესაწირი გაუნაწილოს უპოვრებს . ახალი ფონდი რა საჭიროა . აქაც ბიუროკრატია მრავლდება.

  4. ანონიმური

    როგორ გაჯამბაზდა ერი და ბერი! პატრიარქს წარუდგენს ანგარიშს თუ შორენას!

  5. ანონიმური

    სტალინი. ერთი კითხვა რატომ არავის არ უჩნდება, რომ ამ 30 წლის განმავლობაში, რატომ მომრავლდნენ საქართველოში გაჭირვებული და უპოვარი ხალხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.