პარტიები, რომლებსაც “ოცნებასთან” მოლაპარაკება აქვს – “პირდაპირ გეტყით ვის ელაპარაკებიან”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები იმართება.

უგულავამ ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, ვისთანაც მსგავსი კონსულტაციები იმართება:

“კობახიძე არის მატყუარა, იტუყება. მარტივად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და მე პირდაპირ გეტყვით, ვისაც ელაპარაკებიან. ელაპარაკებიან – ელისაშვილის და  “გირჩის” მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს. შესაბამისად, ეს ხალხი დადის რაღაცა წინადადებით, ოღონდ ყველასგან მიიღო პასუხი, რომ თუ გინდა ოპოზიციის ერთობაში, ოპოზიციის ერთობას აქვს ძალიან მკაფიო, გამოკვეთილი, პირველი დღიდან საზოგადოებასთან შეჯერებული პოზიცია, ეს პოზიცია არის რიიგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა”

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციის უმრავლესობასთან, ანუ 8-იდან 5 პარტიასთან, კონსულტაციები ელჩების გარეშეც ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ პროცესში “ოცნების” რამდენიმე წევრთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად თავადაც მონაწილეობდა. უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ თვეებში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

  •  
  •  

3 Comments

  1. sos

    გაჩუმდი მაინც შე კაცო,ვერა ხედავ არავის უნდიხარ!

  2. გიორგი ნაცების დედების და ცოლების მტყვნელი

    გიგი შე. ნაბოზვარო შენ მოტყნულ ცოლებს მიხედე

  3. ანონიმური

    gigi politikidan midis,rogorc etyoba

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.