პანკისში სუს-მა ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. „დრიმ თაუნთან“ სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების დროს, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული პირი ჩეჩნეთის მოქალაქეა. სამართალდამცავები მის სახლში უკვე იმყოფებოდნენ და გაჩხრიკეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან და კუთვნილი მანქანიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები.
სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის პარალელურად პანკისში ხასო და მექა ხანგოშვილების საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

“მთავარ არხთან” საუბრისას ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ჩხრეკა მისი შვილის ერთ-ერთ ჩეჩენ მეგობარს უკავშირდებოდა.

“მოვიდნენ, ნახეს, დაათვალიერეს და წავიდნენ, არაფერი ისეთი არ ყოფილა”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.