“პანდემია ღარიბთა რიცხვს 115 მილიონით გაზრდის” – გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო, პირველად რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი მკვეთრად – დაახლოებით 115 მილიონით გაიზრდება.

გაეროს ხელმძღვანელმა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რათა დააჩქარონ ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ამავე დროს დაეყრდნონ ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ტექნოლოგიებს.

ასევე, ანტონიო გუტერესმა ქვეყნების ლიდერებს ურჩია, რომ  მიიღონ “ფუნდამენტურად ახალი სოციალური დაცვის პროგრამები, რომლებიც მოიცავს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს”.

”COVID-19 პანდემია ორმაგ ტვირთად აწვება მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას. მათ განსაკუთრებით აქვთ ვირუსით დაავადების რისკი, ხოლო ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მცირედით ან საერთოდ არ გააჩნიათ.

ბოლო შეფასებით, წელს პანდემიის შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი დაახლოებით 115 მილიონით გაიზრდება. ქალები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან, რადგან მათთვის სამსახურის დაკარგვისა და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენის რისკი უფრო მაღალია”, – განაცხადა ანტონ გუტერესმა.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ღარიბ და ღატაკის სიცოცხლეს რა აზრი აქვს რო? სიკვდილი ჯობია და არ დაბადება ასეთ უბედურებას!

  2. ანონიმური

    ღატაკია საქართველოს ნახევარი და უნდა გაწყდეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.