პანგოლინებს ახალი კორონავირუსის მსგავსი შტამი აღმოუჩინეს

ჩინელმა მეცნიერებმა მალაიზიურ პანგოლინებს, რომლებიც ჩინეთში უკანონოდ იყო შეყვანილი, კორონავირუსი აღმოუჩინეს კორონავირუსი, რომელიც ძალიან ახლოსაა COVID-19-თან. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

დღეს არსებული მონაცემებით დგინდება, რომ ვირუს SARS-CoV-2-ის პირველი წყარო ღამურები იყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ ღამურიდან ადამიანს გადაედოს ვირუსი, აუცილებელია შუალედური ცხოველი. წინა ეპიდემიების დროს, რომელიც კორონავირუსებმა SARS-CoV-მა და MERS-CoV-მა გამოიწვია, ასეთი შუალედური ცხოველები იყვნენ ციბეტები და ერთკუზიანი აქლემები. მათი კორონავირუსი 99,8 პროცენტით ემთხვეოდა იმ ვირუსს, რომლითაც ინფიცირებოდნენ ადამიანები.

შუალედური ცხოველები, რომლითაც SARS-CoV-2-მა „ადამიანური“ მუტაცია განიცადა, ჯერ კიდევ არ უპოვიათ. უხანში არსებული ზღვის პროდუქტების ბაზაში, საიდანაც აფეთქდა ახალი კორონავირუსი, გაანადგურეს, რის გამოც რთულდება გადამტანი ცხოველების ძებნა.

იმ ცხოველებს შორის, რომლებიც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, ახალ კორონავირუსის მატარებელთან ყველაზე ახლოს პანგოლინები აღმოჩნდნენ. ეს იშვიათი ცხოველები ჩინეთში უკანონოდ მალაიზიიდან ჩაჰყავთ. მათი ხორცი ქვეყანაში დელიკატესად მიიჩნევა, ხოლო ჭურვი ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება.

პანგოლინების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ იანვარში გაჩნდა, თუმცა COVID-19-ის გამომწვევი მოლეკულური შემცველობა პანგოლინებში მხოლოდ 85-92%-ით ემთხვევა და მტკიცებით ფორმაში თქმას სულ მცირე 95% სჭირდება.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ახლა მივხვდი,სად გაქრენ დინოზავრები.(ჩინელებმა გაუშვეს ყბაში). 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.