“ოჯახი ჩვენი ძალებით ვეძებდით, დრონი რომ გაეშვათ კვირასვე იპოვიდნენ”- ბაჩალიაშვილის ბიძა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. კობა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გოგონას ძებნა საკუთარი ძალებით მოუწიათ, რადგან პოლიციაში განუცხადეს, რომ 24 სთ-ის განმავლობაში საქმეში ვერ ჩაერთვებოდნენ.


“გამოძიება გაჭიანურდა დროში, გვაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ შაბათს დილით მოხდა ეს შემთხვევა, იმავე საღამოს დაფიქსირდა პოლიციაში განაცხადი, რომ გოგო დაიკარგა. ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო, რადგან გვითხრეს, რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენ მოქმედებების შესრულებას ვერ შევუდგებით. ჩვენი ძალებით დავიწყეთ სოფლებში ძებნა. პირველად სოფელ გოლთეთში წავედით, გამოვკითხეთ ხალხი, მათ აღგვიწერეს გოგო და მანქანა, რომ შევიდა და შემდეგ, დავუკავშირდით თეთრიწყაროს პოლიციას. პოლიცია მოვიყვანეთ და შემდეგ გოლთეთის მოსახლეობას გაესაუბრნენ. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ… იქ რომ დრონები მიეყვანათ, კვირასვე დაფიქსირდებოდა ის მანქანა, იმიტომ რომ არ იყო მიუვალ ადგილას. ჩვენ არ ვიცით ტელეფონის ამონაწერები. არ ვიცით “ფეისბუქის” მიმოწერები… თამუნა მივიდა ისეთ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილა”

შეგახსენებთ, დღეს იყო შსს-ს ბრფინგი, სადაც ითქვა, რომ განცხადების შემოსვლისთანავე დაიწყეს მუშაობა საგამოძიებო უწყებებმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.