“ოჯახის შემოსავალი 12 ლარი იყო, შენი იმედი მაქვს-მეთქი, მივმართავდი ღმერთს” – ჯეიუნ მუჰამედალის ისტორია

ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელსაც ორი დღის მარნეულში სასტიკად გაუსწორდნენ, თავის მძიმე ბავშვობაზე ,,რადიო თავისუფლების” დღიურებში წერს:

,,4 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემი, სოლმაზი მამაჩემს დაშორდა, რადგან მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა. ამის მერე რუსთავიდან მარნეულში გადავედით დედასთან ერთად. დედაჩემი უმაღლესი განათლების მქონე ქალი იყო, მაგრამ, არავისზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, ერთ-ერთ ფერმაში დაიწყო მუშაობა.

სამწუხაროდ, არც აქ გაგვიღიმა ბედმა. ერთმა მთვრალმა ლოთმა დედაჩემს უცენზურო სიტყვა უთხრა. დედა 25 წლის ღონიერი ახალგაზრდა ქალი იყო და სათანადოდ უპასუხა, იმ ლოთმა ნიჩაბი თავში ჩაარტყა. იქიდან მოყოლებული დედამ მარცხენა მხარეს ძალა დაკარგა და დაინვალიდდა.

ამის მერე დაიწყო სხვის საკუთრებაში არსებულ, ნახევრად დანგრეულ სახლში მძიმე ცხოვრების პერიოდი. წლების განმავლობაში საუზმე რა იყო, არ ვიცოდით. მეზობლების დახმარებით გავძელით… ასე გავიდა 12-14 წელი. 90-იან წლებში დედაჩემი ინვალიდობის 12-ლარიან პენსიას იღებდა და იმასაც მე მახარჯავდა, რომ სკოლაში თავი უმწეოდ არ მეგრძნო. ზაფხულობით მაყვალს ვკრეფდი და ვყიდდი, რომ სახლში რაღაც შემომეტანა. ცხოვრების გამოცდას ასე ვაბარებდი!

2003 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა შეიცვალა. დედაჩემს პენსია მოემატა, ცოტა ხანში სოციალურად დაუცველების სტატუსიც მივიღეთ და დახმარებაც გაგვეზარდა. სამ წელიწადს ჯიუტად ვცდილობდი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და მეოთხე წელს 1+4 პროგრამით მოვხვდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

უფალს მადლიერებით მივმართავდი, რომ მძიმე ცხოვრებით ადამიანობა მასწავლა, ზრუნავდა ჩემზე და არასდროს მივუტოვებივარ. პირიქით, სიმაღლეების დასაპყრობად მამზადებდა. შენი იმედი მაქვს-მეთქი, მივმართავდი ღმერთს”

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    დალოცვილი იყავი ღმერთისგანაც და ალაჰისგანაც! გაგამაჯვებინოს მტერზე! ვთლი, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო შვილი ხარ! (პირი არ აიმყრალოს არავინ, ფეხებზე მკიდია თქვენი აზრები)

  2. თბილისელი

    გაიხარე ახალგაზრდავ, წარმატებებს გისურვებ ყველა შენს საქმეებში,არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში ხარ თუ პოზიციაში,მთავარია ქვეყნის სასიკეთოდ იმსახურე ,შენზე ხელის აღმართველები სასტიკად დაისჯებიან.

    1. ანონიმური

      გაიხარე!

  3. ანონიმური

    va kochag tbiliselo? es momcons mgoni nelnela ginatdeba goneba

    1. ნათი

      შენ კი დიდი ხანია გაყინული გაქვს გონება. თბილისელს შენისთანა არაადამიანიდან ქება არ ჭირდება,ისედაც ქებული პიროვნებაა

  4. ანონიმური

    ჯიგარიხარ ჯეიხუნ.

  5. ანონიმური

    ჯანმრთელობა და წარმატებები!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.