“ოხანაშვილს ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე ვუწოდე – ამიტომ დააჭერინა ჩემი თავი”

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ამბობს, რომ მან ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე  უწოდა და ამის გამო დააკავეს.

“ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს,” 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.