“ოცნება” – 38%, “ენმ” – 15%, გადაუწყევეტელი – 23% – Edison Research

“ფორმულას” დაკვეთით შესრულებული, Edison Research-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 23 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 38 პროცენტი ქართულ ოცნებას დაუჭერს ხმას, ხოლო 15 პროცენტი — ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან, 6 პროცენტი აცხადებს, რომ ევროპულ საქართველოს მისცემდა ხმას.

გარდა ამის, 4 პროცენტი და ნაკლები აქვთ სტრატეგია ღმაშენებელს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, პატრიოტთა ალინსსა და გირჩს.

ფოტო: Edison Research
ფოტო: Edison Research

Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, საველე სამუშაოები 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.