“ოცნება” სავსე იყო ჩანერგილი აგენტებით – კუდი, სოდი, კრიმპოლი – ვანადგურებდით ბლოკნოტებს, ფურცელ-ფურცელ ვხევდით და ვყრიდით”

სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, წერს:

“აჭარელებო 2012 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ანბანის კოშკთან, ბიძინა ივანიშვილი გეპატიჟებათ ყველას, გთხოვთ მობრძანდეთ. “ – ვისაც გახსოვთ ეს ტექსტი, მაშინდელი შეგრძნება, აზარტი და ემოცია, მათ მინდა გავახსენო ერთი ისტორია.

5 აგვისტოს ბათუმის აქციას ვამზადებდით, როგორც ყოველთვის დაყოფილები ვიყავით ჯგუფებად. (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო). მოგეხსენებათ “დემოკრატიის შუქურას” ვებრძოდით პოლიტიკურად.

დღეს ოპოზიციაში მყოფი “დემოკრატი” nazziების, ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდიკა გამორიცხავდა ყველანაირ პოლიტიკურ ბრძოლას. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ბინძური მეთოდებით-ზეწოლა, დაშინება, ცემა-ტყეპა, პროვოკაციები, ფარული მიყურადება, ფარული ვიდეოგადაღებები, ცილისწამება და აშ.

პარტია სავსე იყო ჩანერგილი აგენტებით შსს-დან (კუდი, სოდი, კრიმპოლი), თავდაცვის სამინისტროდან (სამხედრო პოლიცია, )ფინანსთა სამინისტროდან (ფინანსური პოლიცია). აგენტურა იყო ყველა მიმართულებაში ჩანერგილი, მათ შორის ახალგაზრდულში. დავალება ჰქონდათ ყველა გამორჩეულისთვის ეძახათ აგენტი, რადგან დაბნეულობა შემოეტანათ შიგნით ახალ გუნდში. ასევე უნდა გაეტანათ ინფორმაციები.

ჩვენ ბევრი მაშინვე გავშიფრეთ, ბევრზეც შემდეგ გავიგე სუსში მუშაობისას.

მოკლედ, ერთი დღეც არის და შუახევის ჯგუფმა გაშიფრა აგენტი- “ი.დ.”, რომელსაც მანქანაში ჰქონდა დამონტაჟებული აპარატურა და იღებდა ყველაფერს. რა თქმა უნდა საუბარი გავიდა ტელეფონით ამის შესახებ, გაიგო შსს-მ და მოვარდნენ “სოდი”-ს ოპერები, თავისი აგენტის გადასარჩენად. “დააკავეს” ის აგენტი გაუგებარი მიზეზით და მერე საერთოდ გააქრეს, გაიყვანეს უცხოეთში.

ცენტრმა ყველა გამოგვიძახა ბათუმში, ნავსადგურთან, იყო გვიანი ღამე, რომ მოვგროვდით. გვეგონა, რომ ყველას დაგვიჭერდნენ. მე მაშინ თან მახლდა ჩემი შუათანა შვილი ნიკა, რომელიც სულ თან დამყვებოდა იმ კამპანიის დროს.

ქობულეთიდან ბათუმში, როგორ ჩავედით არ მახსოვს. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდით ნიკა სად დაგვემალა, რომ არ შეშინებოდა. გზაში ვანადგურებდით ბლოკნოტებს, სადაც გვეწერა ყველანაირი ინფორმაცია. ფურცელ-ფურცელ ვხევდით და ვყრიდით გზადაგზა. ტელეფონზე ვსაუბრობდით, რომ თითქოს მივდიოდით ოზურგეთში, (დეზას ვაგდებდით) – გზა რომ აგვებნია ჩვენი ჭკუით.

ეს ამბავი ეხლა გამახსენდა, 5 აგვისტო ახლოვდება და თან აქ ვარ ჩემს საყვარელ აჭარაში.

გენაცვალეთ “თორმეტიანელებო”, რაც ჩვენ გადაგვხდენია და გადაგვიტანია, ეეე. ისე, ამ სიტყვის ხსენება ამ ბოლო დროს უკვე მეუხერხულება რაღაცნაირად, მაგრამ რა ვქნა, არ დამავიწყდება ის ემოცია.

არ ვართ იმის ჩიტები, რომ რევოლუციის შვილები გვეძახონ

#Nonazzi#Noterrorism

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ხეჩო!!!

    1. ანონიმური

      ეგ აგენტი ილიკო დავითაძე იყო. ახლა ალეკო დავითაძეა. უცხოეთში გადამალეს. იქ სწავლობდა. ჩამოვიდა და რომელიღაცა მინისტრის მოადგილეა აჭარაში.

  2. ანონიმური

    ოეეე დაიწყო ამ გოჭმა უკვე მემუარების წერაა😂😂😂ვაიმე რა ბურვაკიაა😂😂😂😂😂

  3. ანონიმური

    “თორმეტიანელები” ))))))
    აუ წარმომიდგენია რაც იქნებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი გაეჩითათ და სოცშეჯიბრი ჰქონდათ ბიძოს მომხრეებს გამოცხადებული – ვინ უფრო ღრმად შეყოფდა “მამამარჩენალის” საკუარში თავს )))
    გოგაშვილი საპრიზო ადგილზე გავიდა მაშინ ))))))))

  4. ანონიმური

    ამას ძააან უჭირს!

  5. @

    რეალურზე ილაპარაკე შე სულელო და იცი რა არის რეალური?… რაფალიანცის პატარა ანგელოზიდან რომ დაიწყება, მაჩალიკაშვილით რომ გაუგრძელდება… დღევანდელ ტრაგედიებამდე მოვა და დასრულდება ამ ტრაგედიების ავტორთა პირადი “ტრაგედიებით”, მხოლოდ მაშინ მიხვდები შე ყასაბო, რომ ცა ჩალით არ არის დახურული და ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, მათ შორის თქვენც, ამ ტრაგედიების ავტირებიც, რომ ამ ტრაგედიებს სახელად რიტუალური არ დაერქვას, არადა ეს ასეა 100%, ამ სახელის დარქმევის ნათლიობას შეეწირა ეროსი კიწმარიშვილი,… თუ არ გჯერავთ შეეკითხეთ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელსაც მიუხედავად ჩემი უსასრულო ანტიპატიისა მის მიმართ, უდიდეს პატივს მივაგებ რაფალიანცის ანგელოზის ბედის გადაწყვეტის დროს, მისი პოზიციის და დღემდე ამ პოზიციაზე დგომის გამო… და მოვიდა დრო, რომ მან განაცხადოს ამ და აგრეთვე სხვა რიტუალური მსხვერპლშეწირვის (მკვლელობების) შესახებ… და ამას ყველა ნახავთ ძალიან მალ……. ქართველებმა ჯერ კიდევ არ იციან ვისთან და რასთან აქვთ . პ.ს. დაიხსომეთ ეს კომენტარი და როდესაც აღსრულება ყველაფერი, ყველას გაგეცგავეცნობით ბოლომდე.

    1. ანონიმური

      რეებს ბოდავთ? ნორმალური არ უნდა იყო

      1. ანონიმური

        😄😄😄

  6. ანონიმური

    საკუთარი მიქარვები და ბიუჯეტის ვირთხობები აღიარე შე ახვარო.2012 სოც დაუცველი ეხლა მილიონერი როგორ გახდი.ბევტი ხართ კიდევ მისატყნავი ამ ქვეყანაში და მოგიწევთ ადრე თუ გვიან

    1. ანონიმური

      👏👍

  7. ანონიმური

    1 700 000 000 ლარი პრემია , დანამატები შეჭამა “ქოსა ტყუილმა” დაუმატეთ 3-ჯერ მეტი უსაქმურებისთვის გადახდილი ხელფასები , დაუმატეთ კორუფცული და წყალში გადაყრილი მილიარდები, ამიტომ არის ეს ვირი სახელმწიფოდან დახმარებას იღებდა , ახლა სასახლეში ცხოვრობს.!

  8. ანონიმური

    გაიხარეთ ბატონო სოსო

    1. ანონიმური

      შენ დედას შეცა ბატონმა სოსომ!

      1. ანონიმური

        თვითონ წერს ეგ მათხოვარი!
        😁

  9. ანონიმური

    ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ ბატონო სოსო

  10. ზაზა

    შე ნოლზე გამრავლებულო მათხოვარი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.