“ოცნებას” გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ!”

“მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,” – ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნების დასრულებას:  

“არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინ ათენში მამამთავარი იყო დემოკრატიის ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით.  მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს,” – ამბობს მეუფე იოანე.

გარდა პოლიტიკური თემისა, მიტროპოლიტი პანდემიასაც ეხმიანება:

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია.  ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რახან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა  ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის – მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია.  გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, თუმცა ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა. იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    რა ცუდია ჭეშმარიტების ქადაგი უნდა იყოს,ქრისტე ხომ ჭეშმარიტებაა. და ეს ადამიანი სიცრუეს ანუ ეშმაკს ემსახურება.ნუთუ დაბრმავდა და ვერ დაინახა რომ არჩევნები გაყალბდა,ნამუსის ძარღვი აქვს გაწყვეტილი,ეტყობა ხელისუფლებისაგან რაღაც გამორჩენას ელოდება.მიშასაც ყავდა ასეთი მღვდემთავარი კალისტრატე და უფალს მოციქული იუდა.რას იზამ ადამიანის დაცემულ ბუნებას ვერ უშველი თუ ღმერთმა არ უშველა.ეხლა შეადარეთ იოანე ოქროპირი ნამდვილი მღვდელმთავარი,წაიკითხეთ მისი ცხოვრება და ეს ადამიანი იოანე და რამხელა სხვაობას დაინახავთ გაოცდებით

  2. ანონიმური

    ხალხმა გააკეთა საკუთარი არჩევანი ნადმვილად

  3. ანონიმური

    ocneba mainc yvelazer kargi alternativa iyo raaa sxvebs kide eg jobda ra isev ra

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.