“ორჯერ წავიდა სკოლაში და სიცხე აქვს – ბავშვის სკოლაში წაყვანის წინააღმდეგი ვიყავი, შეუგნებელი გარემოს ამბავი რომ ვიცი”

მსახიობი, იუნა შაფათავა, სოციალურ ქსელში, წერს:

წავიდა მაშა სკოლაში, სულ ორი დღე და ახლა აქვს სიცხე. მაღალი.38,5.

დეამ ჩაუტარა რაც საჭიროა, დაუწია 37,5. “დაუწია”

და….რა თქმა უნდა, ჯაჭვური რეაქციით – დედაჩვენს აქვს სიცხე. ასევე, 37,5. და დედაჩემი 65 წლისაა და მარტში, მე რომ კორონა მქონდა, დედაჩემს გულზე გაუკეთეს ოპერაცია, თბილისში. და სიცხე რა არის, ქალმა არ იცის, არ ცივდება, უკრაინელი კაზაჩკაა. და კი აქვს ახლა მაშასნაირად, “დაწეული” სიცხე 37,5

ესაა ბაღი სკოლა და ა.შ…

მთავარია, რომ მალავენ მშობლები, და მერე “აღმოჩნდება” ხოლმე, უი ავად იყო…უი. კორონას ქეისი… უიიი…

ზურნა, უი.

ნიუ იორკი დებილია, ამხელა ხალხი ნიღბით რომ დადის და დიატანციას იცავს?

თუ მე მოსაწვევებს არ მიგზავნიან, “ვეჩერინკებზე”, თუ გართობა ვინმეზე ნაკლები ვიცი, ხომ არ გეეჭვებათ, რომ ვიცი და ტრაკზე ვზივარ, მეცხრე თვე წავა, ქალაქიდან ფეხი არ გამიდგამს.

ვიყავი ბავშვის სკოლაში წაყვანის წინააღმდეგი, შეუგნებელი გარემოს ამბავი რომ ვიცი.

ვზივარ ახლა მე აქ, ისინი თბილისში და ვფიქრობ, ხვალ სიცხე ექნებათ თუ არა და დეას და მამაჩემსაც როდის აუწევს..იმიტომ რომ აუწევთ

“გვადებილებენ, ხალხოოო, მონები არ ვართ, კორონა არ არსებოობს, გაგვიშვიით!”

მე ვიყავი თებერვალში რომ მეცინებოდა და მარტში მგლიჯა დამაგდო მთელი თვე. დღესაც მიკვირს, რომ არ მომკლა. ბიძაჩემი ორ დღეში ჩააქრო, 57 წლის კაცი, ბრუკლინში. თუ გგონიათ, არ მტკივა და ყოველდღე არ მახსოვს ეს, დედამისმა შვილის მაგიერ რომ ფერფლი მიიღო კოლოფში, 82 წლის ქალმა და გაგიჟებული უყურებს ფერფლით სავსე კოლოფს???!

იარეთ ახლა, სექსი უქორწილოდ არ დაგცდეთ და ქელეხებზე არ მოსცდეთ და ასკაციან დაბ დღეებს…

შეგნება მოკლედ…”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.