“ორსულს მუცელი გაუჭრა” – 70 წლის განმავლობაში, აშშ ქალი სიკვდილით პირველად დასაჯეს – დეტალები

პირველად, 70 წლის განმავლობაში, აშშ-ს ფედერალური მთავრობა ქალს სიკვდილით სჯის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

52 წლის ლიზა მონტგომერი, აშშ-ში პირველი ქალია, რომელიც 1953 წლის შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს. პატიმარს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

პირი, 2004 წელს, ორსული ქალის მკვლელობის, მისი მუცლის გაჭრისა და ნაყოფის გატაცების ბრალდებით, დააკავეს.

უზენაესმა სასამართლომ დამნაშავის ადვოკატის მცდელობა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამო, შეეწყალებინათ – უარყო. მას განაჩენი 2008 წელს გამოუტანეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, ლიზა მონტგომერი რიგით მეთერთმეტე მსჯავრდებულია, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

ამ კვირისთვის, კიდევ ორი მსგავსი საქმის აღსრულებაა ჩანიშნული. ხუთშაბათს – კორი ჯონსონის, ხოლო პარასკევს – დასტინ ჰიგსის სიკვდილით დასჯა იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი გასამართლება კორონავირუსით ინფიცირების გამო, დროებით გადადებული იყო.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    მკვლელობა საშინელებაა,სიკვდილით დასჯა კატასტროფა.იქ ერთი კაცი კლავს,აქ სახელმწიფო.ჩააგდონ სადმე და ამუშავონ მთელი ცხოვრება ასეთი ბოროტი სულის არსებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.