ორთვიანი კარანტინის შემდეგ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი გაიხსნება

ორთვიანი პაუზის შემდეგ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი გაიხსნება. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ცნობით, ტაძარი მომლოცველებს 24 მაისიდან მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება ბერძნული მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიების ხელმძღვანელებმა წმინდა მიწაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მიიღეს.

პირველ ეტაპზე ბაზილიკაში შესვლას მაქსიმუმ 50 ადამიანი შეძლებს. ამის უფლება მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს ექნებათ. პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ამასთან მორწმუნეებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და ფიზიკური კონტაქტისგან და სიწმინდეებთან შეხებისგან თავის შეკავება მოუწევთ.

ტაძარი კორონავირუსის გამო 25 თებერვალს დაიხურა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.