“ომი ცვლის საზღვრებს, შეუძლებელია დავაბრუნოთ 1992 წლამდე არსებული სიტუაცია”

საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდა და საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეალობის აღიარებისკენ მოუწოდა.

„ომის შემდეგ სიტუაცია არასოდეს არის ისეთი, როგორც ომამდე იყო. ომი ცვლის საზღვრებს. ნუთუ შესაძლებელია დავაბრუნოთ 1992 წლამდე არსებული სიტუაცია? ეს შეუძლებელია. საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება. არის პროცესები, რომლის შეცვლა შეუძლებელია და ისტორიის ნაწილი ხდება. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას არ აღიარებენ, თუმცა მსოფლიომ აღიარა ეს, ვინაიდან მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს რეალობაა. რაც უფრო ადრე აღიარებს საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რეალობას, მით უფრო მალე ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ჩენ ამაში დაინტერესებულნი ვართ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ გახდება ვინმესთან მოლაპარაკებების საგანი“.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    და ამის არჩევა გაუხარდათ ზოგიერთებს.

  2. ანონიმური

    მართალია ეს კაცი…
    თუ აფხაზეთი გვინდა, ისევ ომით უნდა შევცვალოთ რეალობა…
    იმედია რუსეთს მეედღვნება დედის დრაქი მალე… და მერე თვითონ ჩაალაგებთ ჩემოდნებს…

  3. ანონიმური

    ალბათ იციან,როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ წინადადებაზე. მაშ,რა უნდა იყოს იმ ჯადოსნური მოლაპარაკების საგანი?დენის გრაფიკი თუ თხილის ფასი? ამაზე ისედაც საუბრობდნენ შესაბამისი ადამიანები…

  4. ანონიმური

    kaci bchobda da gmerti icinodao… isev chveni gadasarchenebi gaxdebit. upali chentan aris

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.