ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან დაბრუნებული კურსანტია. პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან რვა პაციენტი ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 27ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

COVID-19-ს ოკუპირებულ რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.