ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაავადებულები კურსანტები არიან, რომლებიც 2 დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. მათ ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ და შვიდის პასუხის დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2 ივნისს აფხაზეთი დე ფაქტო მთავრობა აცხადებდა, რომ რეგიონში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები აღარ არიან. მანამდე კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ადამიანს დაუდასტურდა, 1 მათგანი გარდაიცვალა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.