ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების კიდევ 124 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში, 403 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 156 ადამიანი მკურნალობს, მათგან 125-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დადასტურებული, 1 187 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.