ნახეთ სრული ინფორმაცია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – ოკუპაცია, ტყვეების წამება, ეთნიკური წმენდა

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კერძოდ, რა თქვა ევროსასამართლომ და რუსეთი რომელი მუხლების დარღვევაში დაადასტურა? “ალიამ” ერთად მოუყარა თავი იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციას და კითხვებს, რომლებიც ამ დროისთვის დაისვა:

ოკუპაცია

სტრასბურგის სასამართლო: „რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ადასტურებს.

რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას კონვენციის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

წამება

წამების აკრძალვა (კონვენციის მე-3 მუხლი):

სტრასბურგის სასამართლო: „რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე“

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი).

კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია:

• ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის;

• დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი):

სტრასბურგის სასამართლო: „რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის“

რუსეთის სამხედრო ძალებისა და მათ მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ, აგრეთვე, გამოიწვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის (კონვენციის მე-5 მუხლი).

მიმოსვლის თავისუფლება:

მიმოსვლის თავისუფლება (კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი) და საკუთრების უფლება (კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი):

სტრასბურგის სასამართლო: „რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევისათვის“

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლის თავისუფლების (კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (კონვენციის მე-8 მუხლი) და საკუთრების უფლების დარღვევისათვის (კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი).

ეთნიკური წმენდა

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის;

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების მასობრივი დაბომბვის, გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი იძულებით იქნა გამოძევებული საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებები.

სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სიცოცხლის უფლება (კონვენციის მე-2 მუხლი):

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის დროს და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობების გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას.

არ გამოიძია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები

სტრასბურგის სასამართლო: „რუსეთი პასუხისმგებლია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის გამოუძიებლობისათვის“

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისათვის, რადგან არ გამოიძია ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები. ამ მკვლელობების გამოძიებაზე აღსრულების ეტაპს ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გაუწევს.დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან (38-ე მუხლის დარღვევა):

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას;

საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში.

სამართლიანი დაკმაყოფილება და ზიანის ანაზღაურება:

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისთვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე გადაწყდება;

აღნიშნულ საკითხზე პოზიციების წარსადგენად მხარეებს 1 წელი ექნებათ.

იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

იქნება თუ არა ის ბერკეტი ქვეყნის გამთლიანებისთვის და რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ მას, ამას დრო გვიჩვენებს.

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მოადგილი, დავით ჯანდიერის თქმით, კონვენციის მუხლების დარღვევა ეხება საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს და საჩივრის ის ნაწილი, რომ ომის დღეებში რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე (ანუ, თავად გვეომებოდა), დაუშვებლად სცნო ევროპულმა სასამართლომ:

“ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად.

შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს”

როგორც ზემოთ ხედავთ, იუსტიციის სამინისტრო არ განმარტავს, რა თარიღზეა საუბარი და კონკრეტულად რა პერიოდისთვის დაადგინა, თუმცა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიერ ეფექტურ კონტროლი ცხინვალის რეგიონზე მხოლოდ ომის შემდეგ პერიოდისთვის დაადგინა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მტკიცებით კი, “ევროპის სასამართლო აღნიშნავს რომ თურმე 8–12 აგვისტოს 2008 წლისა რუსეთის შეიარაღებული ძალები იგერიებდნენ ქართული არმიის თავდასხმას მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე” და ნათელაშვილი ითხოვს, კარგად განმარტოს იუსტიციის სამინისტრომ რა ხდება სინამდვილეში.

“ალია” შეგახსენებთ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სრული ინფორმაცია შევკრიბეთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

იმედს ვიტოვებთ, რომ მას შემდეგ რაც ევროსასამართლოს წერილობითი გადაწყვეტილება იქნება მზად, ის საჯაროდ გამოქვეყნდება და ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია ერთმანეთს დაემთხვევა. ყოველ შემთხვევაში, წერილობითი დოკუმენტის ნახვის შემდეგ, ანალიზისთვისაც მეტი მასალა გვექნება.

მანამდე კი, დღესაც, ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლები თავის თავს ულოცავენ გამარჯვებას, ოპოზიცია თავის თავს ულოცავს. მხოლოდ პრემიერმა თქვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა.

აი, ჩვენ კი დევნილებმა დაგვირეკეს და გვკითხეს – “დევნილებზე, დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე, წამებით მოკლული ახალგაზრდების ოჯახებზე როდის და როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება? როდის და როგორ? ვეტერანების ოჯახებს დააფასებენ? ნაწამებ ხალხს გმირად შერაცხავენ? სახლებს დაუბრუნებენ? ტერიტორიებს დავიბრუნებთ? როდის და როგორ?” – ხოდა, ზეიმს რომ მორჩებით, ბატონებო, იქნებ, ან ერთმა, ან მეორემ, ამაზეც გაგვცეთ პასუხი, თორემ, აგერ რუკის მიხედვით დავით გარეჯიც ჯიბეში გვაქვს, მაგრამ…

ალია

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ხო მოეტყნა პუტინს დედის ტრაკი

  2. ანონიმური

    ეგ ისეთია თავის ხალხს ეტყვის რომ ჩვენ გაგავამართლესო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.