“ოკუპანტს არ სძინავს და არც ჩვენ გვძინავს” – უძილობა ოკუპაციის წინააღმდეგ

არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოხმაურა

“ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთი რას აკეთებს, როცა არ სძინავს, რამდენ ქართველს იტაცებს, რამდენ მიწას გვართმევს, რამდენ პროვოკაციას გეგმავს, სულ კაკალ-კაკალ შეგვიძლია ჩამოთვლა, აი, ქართული სუს-ი რას აკეთებს, როცა არ სძინავს და რატომ ვერ ახერხებს მისი მოქალაქეების დაცვასაც კი – უცნობია!

რომ არ გვძინავს, ბატონო ირაკლი, ჩუმად გადავდივართ და რუსეთის გავლებულ მავთულხლართებს ვხსნით? – არა?

აბა, გადავდივართ და ჩვენი მოტაცებული მოქალაქეები გადმოგვყავს? – არა?

აბა, მოლაპარაკებებში ვუგებთ? – არა, საერთოდ არ ველაპარაკებით?

აბა, უბრალოდ არ გვძინავს? გვითხარით და შეგენაცვლებით ხოლმე, ზოგ ღამეს ჩვენც გავათენებთ!

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა საქართველოში არჩევნებში ჩაერიოს.

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. 41

    ზატო თქვენ გძინავთ თქვენ

  2. ანონიმური

    რუსეთიოკუპანტია!

  3. მედეა

    ეჰ, წამხდარ საქმეს ასე ადვილად გამოასწორებ?! ტყუილა იგლეჯთ სიმწრით თმებს, ბატონებო! საქართველოს ისტორია სავსეა ასეთი შემთხვევებით, მ ტ ე რ ი მტრულად გვექცევა, ჩვენ უ ი ლ ა ჯ ო ნ ი ვართ, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, სისულელეები არ უნდა ჩავიდინოთ, სასიკეთო დროს უნდა დაველოდოთ. ძალა აღმართს ხ ნ ა ვ ს,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.