ოზურგეთის კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განაცხადა, პაციენტმა „პისიარ“ კვლევა ბათუმში ჩაიტარა და მკურნალობს.

მისი თქმით, უკვე მოძიებულია 15 კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია „პისიარ“ კვლევისთვის. ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.