„ნუ აქებთ ბიძინა ივანიშვილს! ამით ცუდ სამსახურს უწევთ!”

 „ალიას“ ესაუბრება სამართალმცოდნე გივი გვენეტაძე:

-როდესაც ცნობილი გერმანული ფაშისტური დივიზია „ედელვაისი“ საქართველოს საზღვრებიდან განდევნილ იქნა და გადაიყვანეს ოკუპირებულ საბერძნეთში, თავი იმით ისახელა, რომ სასტიკი ტერორი გააჩაღა ბერძნული მოსახლეობის წინააღმდეგ,  ზუსტად ისეთი, როგორიც „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში, მაგრამ იუგოსლავიელი პარტიზანები სასტიკად გაუსწორდნენ გერმანელ ფაშისტებს. როდესაც იუგოსლავიის ტერიტორიაზე გარბოდნენ, მათი მეთაურები დაიჭირეს და დამსახურებულად ჩამოახრჩვეს. ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ქართველი ნეოფაშისტებიდან არც ერთი არ დაისაჯა. ისინი, თავიანთ ბატონ-პატრონთან ერთად, ივანიშვილის ხელისუფლებამ საზღვარზეც გაატარა, ნაწილი თავისთან დაიტოვა მაღალ თანამდებობებზე, ხოლო თითოოროლა ნეოფაშისტ „ნაცის“ დაჭერაზე მთელი ევროპის პარლამენტარები და  ამერიკის კონგრესმენები ფეხზე დგებიან. საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება არ არსებობს, თორემ ასე უხეშად ვერავინ ჩაერეოდა ჩვენს საშინაო საქმეებში. სად არიან პატრიოტები, რატომ არიან ჩუმად?

რა ქნას ქართველმა ხალხმა, სიღატაკის ზღვარზეა. 90 პროცენტი უკვე შეეჩვია ჩაგვრას. „ოცნება“ არის ცვედანი პოლიტიკოსების თავშესაფარი, ხოლო „ნაცები“ და „ევრონაცები“ მათი რეზერვია. ივანიშვილმა ძალაუფლება პოლიტიკური გარიგების შედეგად მიიღო და იმიტომ არ დააპატიმრეს სააკაშვილი, მისი რეპრესიული აპარატის შემქმნელები და ფუნქციონერები. გარიგება რომ არ მომხდარიყო ივანიშვილთან, ის ძალაუფლებას ვერ მიიღებდა, სააკაშვილს ისეთი გამართული რეპრესიული აპარატი ჰქონდა შექმნილი. რა, ვინმე შემეკამათება იმაზე, რომ „ედელვაისის“ ფაშისტური დივიზიის მეთაურებზე ან მათ ოფიცრებზე და ჯარისკაცებზე ნაკლებ სისასტიკეს ჩადიოდნენ სააკაშვილის ზონდერები, მერაბიშვილები, ოქრუაშვილები, ადეიშვილები, ძმები ახალაიები, მეგის ქარდავები, კოდუები და სხვები? მაგრამ ისინი მარტო არ იყვნენ მაშინ. მათ გვერდით იყო იმ ე.წ. პოლიტიკოსების ხროვა, რომლებიც დღეს ნათელაშვილის ოფისში იკრიბებიან. თუ მათ სამშობლო და ქართველი ხალხი უყვარდათ, სააკაშვილის ფაშიზმს წინააღმდეგობას რატომ არ უწევდნენ, როცა ნახევარი საქართველო ციხეებში შეყარეს? დააკვირდით ბურჯანაძეს სახეზე! – ნაცისტი ქალის ფორმა რომ ჩააცვათ, ვერანაირ განსხვავებას ვერ აღმოაჩენთ. ან დააკვირდით ბოკუჩავას, სამადაშვილს, ხოშტარიას, თუ მართლა გერმანელი ნაცისტი ქალებისგან რამით განასხვავებთ. იმიტომ იბრძვიან ასე გამალებით, რომ როგორმე მოაბრუნონ ქვეყანაში სააკაშვილის რეპრესიული მანქანა. რა, ფაშიზმი არ იყო, ოქრუაშვილს ცოლ-ქმარი საძინებლიდან საცვლის ამარა რომ გამოჰყავდა? ბავშვის ტანსაცმელიდან თავიანთ ჩადებულ ხელყუმბარებს რომ იღებდა, შევარდნაძის ჩინოვნიკებს და ფუნქციონერებს მილიონებს რომ ართმევდა, რომელიც მერე, ვითომ პროკურატურის აღორძინების ფონდში ირიცხებოდა. სინამდვილეში, ეს მილიონები მათ ჯიბეებში მიდიოდა. აბა, როგორ აქვთ მაიამიში და საფრანგეთში სასახლეები? „ედელვაისის“ დივიზიის მეთაურებზე ნაკლებად აწამებდნენ ხალხს მერაბიშვილები, ახალაიები, ქარდავები? ისინი ხომ არც ქალს ინდობდნენ და არც კაცს. ქუთაისში, რუხაიას ციხეში, უწვერულვაშო ბიჭებს აუპატიურებდნენ. მათი კივილის ხმა ნახევარ ქუთაისს ესმოდა. ჰოდა, ეს  ამერიკელი და ევროპელი იმპერიალისტები უსირცხვილოდ იცავენ ასეთ კაციჭამიებს. გავისხენოთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთხელ მაინც თუ ამოიღეს ხმა იმ ტერორზე, 1992 წლიდან 2012 წლამდე შევარდნაძე-სააკაშვილის ბატონობისას რომ ხდებოდა. მაგრამ რა გასაკვირია, ხომ ხედავთ, ვაშინგტონში დალოცეს ფაშისტების მხარდამჭერი შალვა ნათელაშვილი, დემოკრატად აღიარეს და შესაბამისად, გიგი უგულავასთვის ვაშინგტონი ოლიმპოა, სადაც მისი ღმერთები ბინადრობენ. ამიტომ გიგი უგულავამ შალიკო აღიარა, შენ ქართული პოლიტიკის პატრიარქი ხარო, თაყვანი სცა. აქ გასაკვირი არაფერია, ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა? ქართველ ხალხს არავინ რაზმავს მათ წინააღმდეგ, მათ აგენტურასთან საბრძოლველად. ხალხი შეეჩვია კოჰაბიტანტებს, ესენი ერთი ძალაა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ხომ ხედავთ, როგორ აქებს ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ჩვენშიაო, ღმერთამდე აჰყავს. ლაშა ნაცვლიშვილო, ნუ აქებ ივანიშვილს. ვინმეს შექება რომ შეგეძლოს, თვითონ უნდა წარმოადგენდე რამეს. არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაში ისეთი, რომ რამე ან ვინმე აქო! მაინც, რა აქვს ბიძინა ივანიშვილს, ასე დაჟინებით რომ აქებ? იმ ფულებს თუ არიგებდა, ის ამით თავის პოლიტიკურ აქტივს ამზადებდა და ეს იყო ქრთამი და არა ქველმოქმედება. ბიძინას ქებით ცუდ სამსახურს უწევთ.

— ბატონო გივი, როდესაც დიდ მწერალს შოლოხოვს ჰკითხეს, იყო თუ არა პიროვნების კულტიო, მან ასეთი პასუხი გასცა: კულტი იყო, მაგრამ პიროვნებაც იყოო.

-გეთანხმებით, ახლა შალვა რამიშვილი რომ იძახის „ქართული ოცნების“ მომხრე ვარო. ეჰ, როგორ გაანადგურა სააკაშვილის ციხემ შალვას ნიჭიერება!  2003 წელს რა მწვავე სატირით გამოირჩეოდა! დღევანდელი შალვა – ეს სრული შემოქმედებითი იმპოტენციაა.

-ბატონო გივი, არტურ მილერის ქალიშვილი მამამისის შემოქმედების იმპოტენციას მერლინ მონროს აბრალებდა. როგორ ფიქრობთ, შალვა რამიშვილის შემთხვევაში, რა მოხდა?

-რა კარგი კითხვა დასვით! მახსენდება ის პერიოდი, რას უშვრებოდა ის შევარდნაძის ჩინოვნიკებს და ახლა ნიკა გვარამიას კრიტიკასაც კი ვერ ახერხებს. არ გაიხაროს მიხეილ სააკაშვილმა მისი ცოდვით, რა სატირიკოსი მოკლა იმ ვირთხამ, ახლა რომ ვითომ დედიკოს ხარჯზე ცხოვრობს ხან მაიამიში და ხან უკრაინაში.

-ბატონო გივი, გოგა ხაინდრავაც ბიძინას მაქებარია და კიდევ რამდენი, ვინ მოსთვლის.

-ხაინდრავა წვრილფეხა ქოცებს აწყნარებს, ყველაფერი კარგად იქნებაო.  მას ბიძინას ქებას ურჩევნია, 1992 წელი გაიხსენოს, როცა შევარდნაძემ აფხაზეთის მინისტრად დანიშნა. ის არ იყო, რომ იძახდა, ახალ წელს „პიცუნდაში“ ვიზეიმებო, იზეიმა? მთელი აფხაზეთი მტერს ჩააბარა. მერე „ჰეროკრატია“ გადაიღო სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმზე. ფილმის გადაღებისთვის 45 მილიონი აიღო და ფილმში არსად ჯალათი სააკაშვილი არ არის ნახსენები. ეს ფილმი ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს. ამ თანხით 10 დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა ნიჭიერი რეჟისორი. 45 მილიონი რამდენ ქართულ სოფელს ააშენებდა. ამ ფილმს არც მხატვრული ღირებულება გააჩნია. ახლა რომ შალვას ეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო, ორივე ნაცი არ იყო? ამ ჯალათების მოყვანაში ლომის წილი არა აქვთ მიღებული? ასეთებისგან არის გარშემორტყმული ივანიშვილი. ამათ ჰგონიათ, ამ ქება-დიდებით კარგ საქმეს აკეთებენ. ესენი პირდაპირ და ირიბად იცავენ „ნაცებს“. ამ ქალაქის მერი კახი კალაძე რა, „ნაცი“ არ იყო? ამხანაგურ მატჩებს რომ მართავდა ფეხბურთში მიშასთან და იძახდა: სააკაშვილი და მე ძმაკაცები ვართო. ესენი ერთი ძალაა და ისინი ხალხის მტრები არიან. ჩვენ არ გვყავს კვალიფიციური პოლიტიკოსები. თუ ვინმე ნაკითხია, ისიც პლაგიატობით არის დაკავებული, მაგალითად, გიორგი ვაშაძე. ლევან ბერძენიშვილი ამ ე.წ. ოპოზიციურ ხროვაში ნაკითხია, ბევრი წიგნი წაუკითხავს, მაგრამ ყველაფერი ვერ გაიგო წიგნებიდან. პოლიტიკაში ნულია. კლასობრივ საზოგადოებაში ექსპლუატატორთა კლასის კანონია გაბატონებული, რომელიც ამ კლასის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც მერე ფორმდება უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტში. ჩაგრული ხალხი კი პერსპექტივას ვერ ხედავს, შეეჩვია უფასო სასადილოებს.

-ბატონო გივი, მსოფლიოში თუ ასე განვითარდა პროცესები, ეს ყველაფერო გადაიზრდება სისტემურ კრიზისში.  ამაზე რას იტყვით?

-ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს დიდი ენერგეტიკული ომი, რომელსაც ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები.

-ბატონო გივი, მერაბიშვილმა თქვა, კლასობრივი დაყოფა უნდა დამთავრდესო და ამ დროს ისევ „ნაცმოძრაობაში“ მივიდა, ისევ დიქტატორული მოძრაობის პარტიაში წავიდა, ე.ი. კიდევ ერთხელ მოგვატყუა და ციხემაც ვერაფერი ასწავლა.

-ამ მატყუარებისგან, აბა, სხვას რას უნდა ველოდოთ, ყველანი თავიანთ ფაშისტურ დივიზიაში დაბრუნდნენ. ისევ ქვეყნის ასაოხრებლად. ბურჯანაძემ რომ მოტყუებით 26 მაისს ხალხი დაახოცინა მერაბიშვილის ზონდერებს, ეს ქალი უსირცხვილოდ ახლა მერაბიშვილთან ერთიანდება. ეს იმიტომ, რომ მას და მისი ოჯახის კორუმპირებულ წევრებს პასუხი არაფერზე უგიათ, ყველაფერი შერჩათ. ჩვენ დიდი ხანია, დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა და ეს ქვეყანა კრიმინალთა ბანდის სათარეშო გახდა. ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა!

ნანა სულავა, ალია №18

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    statia–amnezia!

  2. ანონიმური

    ივანიშვილს საერთოდ დაანებეთ თავი.
    მას არც ქება, და არც ძაგება არ შჭირდება.
    ის რასაც აკეთებს და აშენებს, თავის ქვეყნის სიყვარულია.

  3. ანონიმური

    ნუ აქებთო!ძაღლს,რომ ლუკმას გადაუგდებ,კუდის ქიცინს როგორ .მოიშლის მეორე ლუკმის მოლოდინში

  4. ანონიმური

    ყველაფერი გააკეთა მთავრობამ რაც შეეძლო ამ პერიოდში

    1. ანონიმური

      ki pulebi

  5. ანონიმური

    ბიძინაზე თავმდაბალი პიროვნება მე პირადად არსად მეგულება

    1. ანონიმური

      vai shen patrons sanam patriarqs madlobaar moaxdevina armoeshva au ra bidzos klis mcovelixar

  6. ელენე

    ქართველებო თუ იმას ამბობთ რომ ეს მავნებელი ქვეყნის და ხალხის გადამგდები იმიტომ არ უნდა აქოთ რომ ნაც .მოძრაობა არ დასაჯა გამოშტერება გაქვთ დამართული.საქმე რა კეთდეა ხალხის ცხოვრების დონე როგორი გვაქვს ათასი უბედურობები და უსამართლობა.ქვეყანა ჭაობშია .სამართალმცოდნე კი არა გონებაშეზღუდული ხარ .სტატიის ავტორო უნამუსო დათაღლითი და ფულისთვის ყველაფრის მკადრებელი ხარ.

  7. მათე

    შენ ვინ გასწავლა სამართალი, შე მსხვილფეხა სამართალ მცოდნე,
    რეგვენი ხარ ვიღაცა ხარ

  8. ანონიმური

    bidzinistebo o ra dedamotknulebixart jopalezebo pu nagvebo samshoblos mtrebo mogitkant dedikonebi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.