“ნორმალურები თუ ხართ “ალბიონელებო”?! – გარდაცვლილი მოსწავლის დედა

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

“ისევ ,,გამოაცხო,, ალბიონმა სოფის თანაკლასელების სახელით გულისამაჩუყებელი, გამამართლებელი და სინდისდამამშვიდებელი წერილი. ისევ ახალგაზრდების ზურგს ეფარება დირექცია და პედკოლექტივი…

სინდისი რომ გქონოდათ, იმ ღამეს არ დამტოვებდით ლაგოდეხში. შუადღეს მომხდარი ამბავი ღამის ათის წუთებამდე არ ვიცოდი. ისიც ჩემი გაუჩერებელი ზარების მერე, იკადრეთ…

რა დამავიწყებს იმ კადრს,როცა პოლიციის შენობაში, ჯერ კიდევ არარსებულ იმედს ვებღაუჭებოდი, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ შვილი აღარ მყავდა და თქვენი უსინდისო დირექტორი, ჩემგან ოთხ_ ხუთ მეტრში გაწყნარებდათ. ნუ გეშინიათ,თქვენი ბრალი არ არის, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, დოკუმენტაცია, ექიმი, გამართული ტრანსპორტი….

ახლა და ადრეც, კლასის სახელით დაწერეთ აბსურდი. შინაარსობრივად იქნებ სიმართლესთან, მომხდარ ფაქტთან ახლოსაა,მაგრამ მორალს საითაც მიერეკებით, საზიზღრობაა!.

,,ურჩი ბავშვი,, ,,არ დაემორჩილა პედაგოგებს,,… რომელ პედაგოგებს? ერთი იქ არ ყოფილა, მეორე თვითონაც ბანაობდა!ვასიკო ჩავიდა წყალში და თოკით ამოიყვანეს… აბსურდი და რატომ.

თოკი ფიგურირებს კი,მაგრამ ისმის კითხვა_ სად იყო თოკი? თან არავის წაუღია. იცით მაინც წყალში ადამიანი უჟანგბადოდ რამდენ ხანს ძლებს? სოფი დინებამ რომ გადაიყოლა, მასწავლებელს არც გაუგია. ვერც ბავშვები მიხვდნენ რა მოხდა. ელოდებოდნენ ამოვაო…თქვენი აზრით ორ წუთში მოიკითხა ვინმემ? ყველანაირი დრო ამოიწურა, როცა გაიგეს რაც მოხდა და მოიკითხეს ბავშვი. მერე იმ ადგილს ვერც მიუახლოვდა ვასიკო და დაიწყეს თოკის მოძიება. როდის იშოვეს…სად მიდიოდა? ნახევარ და ერთ საათს ცოცხალი იქნებოდა ჩემი შვილი? წელზე მოიბა, ეცადა და გამოათრიეს უკან. ეს უნდა ჩავუთვალოთ რაში? ეს ხო მოვალეობა იყო მისი პირდაპირი. რატომ არ ჩაყვა ბოლომდე? უი,სიკვდილის შეეშინდა?! და განიცადესო რომ წერთ უნამუსოებო, არც უნდა განეცადათ? თქვენ გულგრილობის მუხლი, იმდენად სულელები გგონივართ, მერე რომ განიცადეს, იმაში გინდათ აურიოთ და საზოგადოებასაც ასე არეულად მიაწოდოთ?! რა თქმა უნდა ცუდად გახდა ლალი და ვაიმე, ფეხი ტკიოდა ვასიკოს?! ნორმალურები თუ ხართ ალბიონელებო?! მოკეტეთ და კანონი აკანონეთ!

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Ase ar sheidzleba, dzalian mecodeba es bavshi, magram ubeduri shemtxvevaa da tu utxres ar chaxvideo da ar daujera, ra eqnat, dzala ro gamiekenebinat, iqit uchivlebdit darcminebuli var

  2. ანონიმური 1

    მართალს წერთ. ეს დედა-შვილი სულ მეორე მხარის ლანძღვაში არიან,თითქოს მოსწავლეებმა ან პედაგოგებმა ძალად ჩააგდეს.შემთხვევა განა არ ხდება მშობლის თვალწინაც? აგერ სხვასაც გადაენთო-ბავშვი რომ ჩამოვარდა ფანჯრიდან….გლოვასაც მისი წესები აქვს და ეს უნდა გაითვალისწინოთ.ნუ შეაზარეთ თქვენი უტაქტო ტექსტებით ხალხს თავი.უფალს ნუ განიკითხავთ და ნუ განუდგებით ილოცეთ….

    1. ანონიმური

      Getanxmebit

  3. გულო

    სკოლის დირექტორატის უდიერ დამოკიდებულებას და ნაკუსრ ვალდებულების დაკიდებას უფლის ლოცვები ვერ შველის! მითუმეტეს მკვდარს ვერ გააცოცხლებს!
    პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ
    სასტიკად!

    1. ავთო

      p.S. დირექტორს ერთადერთი შვილი ჰყავს ტრაგიკულად დაღუპული და ძალიანადაც კარგად იცის ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც. შემთხვევას შეეწირა მისი შვილიც,მაგრამ არ მახსენდება მეორე მხარე ეწყევლა და ეგინებინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.