ნოვოსიბირსკის თეატრის საბოლოო პასუხი ანანიაშვილს – მიდის თუ არა პრიმაბალერინა რუსეთში?

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.

თეატრის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის მოლაპარაკებები ნინო ანანიაშვილთან.

​„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში

რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერების შესახებ.

„თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი დონეა“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    კეხმანი შენ და დოზანა.ანანიაშვილმა არ იცოდა,ასეთი პროტოკოლის არსებობა?და შეგნებულად რატომ უნდა დაერღვია?რაღაცა სხვა ამბავია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.