“დღეში 4 000 ინფიცირებული გვეყოლება და მერე ქვეყნის ჩაკეტვაც გვიანი იქნება” – აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, – ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება.

ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება.

მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა“ 

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    kacuri kaci mixvda ra gandonebtan iko da camovida

    1. ანონიმური

      კი კაი ფულები გააკეთეს ამან და გუგულიმ სიგარეტზე კანონი რომ მიიღეს.ერთი აქუს კითხე როგორი კაცია

  2. ანონიმური

    აქუ რომელი კაცი მყავს, რომ სხვისი კაცობა არაკაცობა შეაფასოს?

  3. ლელო

    მასწავლეთ რააა, ექიმებმა და მთავრობამ – დახურულ სივრცეში როგორ დავიცავთ 2 ან მინიმუმ 1 მ ფიზიკური დისტანცია ავტობუსში, ეწ მარშუტკაში ან მეტროში??????? მასწავლეთ! ამიხსენით! აბა რომ მეუბნები დაიცავი დისტანციაო, თან ამიხსენი ეგ როგორ გავაკეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში!!!!! კრეტინების ქვეყანაში ვცხოვრობთ და მერე ხალხს აბრალებენ დისტანციას რატომ არ იცავთო!!!!
    სადაა ჩვენი პრეზიდენტი, რეკლამაში რომ იყო გადაღებული, ავტობუსში როგორ უნდა ვიმგზავროთ ისე, რომ კოვიდი არ ავიკიდოთ. გამოვიდეს და გვირჩიოს…. შედით ერთხელ გადაჭედილ ავტობუსში და ნახეთ რა ნეტარებაა და რას ნიშნავს ქართული “ავტობუსი”, დაცვა და პოლკი არ წაიყვანოთ თან. და კიდევ, ფრანცუზკები არ ჩაიცვათ, თუმცა რატომაც არა, დამიჯერეთ წინ დაუვიწყარი თავგადასავლები გელით.

  4. ანონიმური

    RAIS EQSOERTIA, MAGAS ORI BATI AR MIEBAREBA🙃😊

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.