ნინო ბურჯანაძეს კინაღამ სახლი დაეწვა

რამდენიმე წუთის წინ, ჩვენს სამეზობლოში ლამის ხანძარი გაჩნდა. ჩამოცვივდა ელექტრო სადენები, დაეცა ხეს და ხუთი სახლი აღმოჩნდა ხანძრის საფრთხის წინაშე – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით დარეკეს 112-ში, რომელმაც „თელასში“ გადაამისამართეს, იქიდან კი მერიაში.

„დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც 112-ში მუშაობენ. მართლა დღე არ გადის, რომ სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააყენონ, მაგრამ ნახეთ ბიუროკრატიული აპარატი როგორ მუშაობს. 112-ს ვუთხარით, გათიშეთ ელექტროენერგია სანამ მოვა სახანძრო, რათა ცეცხლი არ გაუჩნდეს ხუთ სახლს. ოპერატორი გვპასუხობს, რომ ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის, დარეკეთ „თელასშიო“. კამათს აზრი არ ჰქონდა, დავრეკეთ „თელასში“ და ვეუბნებით, რომ გათიშონ შუქი კონკრეტულ მისამართზე. იქიდან გვპასუხობენ, რომ გარე განათება მათ არ ეხებათ და უნდა დავრეკოთ მერიაში. ამასობაში რამდენი წუთი გავიდა? ხანძარი იცდის?! ბიუროკრატიული მექანიზმები როდესაც ასეთ სტრუქტურებშიც კი არ მუშაობს გამართულად, უკაცრავად, სელექტორი არ არსებობს 112-ში? კიდევ ერთხელ ვადასტურებ მათდამი პატივისცემას, ძალიან კორექტულად გვესაუბრნენ, მაგრამ კორექტულობა ხანძარს არ შველის. მთელი სამეზობლო რეკავდა, ვიღაცამ მოახერხა დაკავშირება და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.      

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    სცვებმა იკითხოს,თორემ მაგაზე უკეთესს აიშენებ ბურჯანაძევ.

  2. fun88

    429420 185600Simply wanna remark which you have a very nice internet internet site , I enjoy the layout it in fact stands out. 31993

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.