ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ომში მოხალისედ წასვლას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი 12 ქალთან ერთად სამხედრო წვრთნას იწყებს და შემდეგ კონფლიქტის ზონაში წავა. – ამის შესახებ ანა აკოფიანი Facebook-ზე წერს.

„ხვალიდან 13 ქალისგან შემდგარი რაზმი, ჩემი ჩათვლით, ვიწყებთ სამხედრო წვრთნას. რამდენიმე დღეში ჩვენ საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით. მტერი ვერ წაგვართმევს ვერც სამშობლოს და ვერც ღირსებას“, – წერდა გუშინ Facebook-ზე ანა აკოფიანი.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ბრძოლა გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე მესამე შეთანხმების მიუხედავად, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა.

ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ ყარბაღის სამხრეთ ნაწილში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ ლაჩინის დერეფანს მიუახლოვდა. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქს სტეფანაკერტს / ხანქენდს მიუხალოვდნენ აზერბაიჯანელები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდანაც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრძოლაში მიღებული ტრავმების გამო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვეღარ შეძლებს თანამდებობაზე ყოფნას და ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ თავდაცვის ახალი მინისტრი დანიშნა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, „მტკივნეულ დათმობებზე წავიდეს“, მაგრამ დანებებას გამორიცხავს. აზერბაიჯანი კი კონფლიქტის გადაწყვეტის ნაცვლად, მათგან დანებებას მოითხოვს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯარმა ყარაბაღი უნდა დატოვოს და აზერბაიჯანი ბრძოლას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, რაც ერევანი ყარაბაღიდან ჯარების გაყვანის გეგმას წარმოადგენს. ალიევის თქმით, მტკიცება, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის გზა, უსაფუძვლოა და აზერბაიჯანი ახლა სწორედ ამას ამტკიცებს.

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    მასხარა

  2. ანონიმური

    MASXARA DEDASHENIA SHENI GACHENISTVIS

    1. ანონიმური

      გაგდებული და დედა მიჯმული ხარ შენ, შენნაირი მასხარაა ზუსტად!

  3. ანონიმური

    შე ახვარო და ნაბიჭვარო, სანამ ხმას ამოიღებდე დაგუგლე ვინები იყვნენ და რას აკეთებდა ბაგრამიანის ბატალიონი აფხაზეთში.

  4. ანონიმური

    КАКА ХОРОШО МЫ ЕЕ ВЫИБИМ СО СВОИМИ ПОДРУГАМИ,Мамед отвечает.

  5. Мамед

    Ана Акопян иди досвидания..

  6. Status quo

    შავფანჩაროსნების ბატალიონის მეთაური იქნება ეს ქალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.