ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2021 წელი მოგებით დაიწყო

2021 წელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარმატებით დაიწყო. 28 წლის ჩოგბურთელმა ანთალიის საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში მე-40 პოზიციაზეა, ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია და 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ამჯერად კი თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს 7:6, 6:4 აჯობა და ამისთვის საათ-ნახევარი დასჭირდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 21 წლის ავსტრიელი ალექს დემინორი იქნება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

  •  
  •  

One Comment

  1. ბათუმელი

    წარმატებები ნიკოლოზ! სულ გამარჯვებებით გეთამაშოს საქართველოს სათაყვანებელო შვილო,ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე იყოს შენი ცხოვრების თანამგზავრი.გაიხარე და გაგვახარე შენი წარმატებებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.