ნიკა მელია შესაძლო დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია შესაძლო დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავადაც არ იცის რა უნდა:

“პროგნოზებისგან არათუ თავს შევიკავებდი, უბრალოდ, უსარგებლოა, თავადაც არ იცის, რა უნდა და ბოლო მომენტამდე არ ეცოდინება.

აქ ხომ არავითარი მართლმსაჯულება არ ხორციელდება. უბრალოდ, ერთი SMS შეტყობინებით და წინა დღეს საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით გამოიტანს ვითომ სასამართლოს გადაწყვტილებას ბატონი ლომიძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, ერთერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლეა და ალბათ, შემთხვევით არც მას დააწერეს ეს საქმე.

7 წლის განმავლობაში იხილავდა საქალაქო სასამართლო და ამ საქმეში გამამართლეს. ახლა მოულოდნელად, გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩანიშნეს პროცესი. რას უნდა ელოდებოდე – ან, რა თქმა უნდა, პატიმრობას 10 მარტს ან მერე უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე დახვდება იქ და რას გადაწყვეტს, კაციშვილმა არ იცის” – აცხადებს ემლია.”ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე პროკურატურანიკა მელიას 7 წლით ციხეში გაშვებას ითხოვს. მოვლენები გიგი უგულავას წნააღმდეგ დაწყებული დევნის მსგავსი სცენარით ვითარდება.

ცნობილია, რომ ამ საქმეზე მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და მხოლოდ 25 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

საქალაქოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა და პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა.

საქმეს სააპელაციო სასამართლოში არა კოლეგია, არამედ ერთპიროვნულად, მოსამართლე ვეფხვია ლომაძე განიხილავს.

გაზიარება:

კომენტარი

  1. ანონიმური

    დასაჭერი ხარ! და კიდე ბევრი შენისთანა რეგვენი

  2. ანონიმური

    ეხლა რამდენიც გინდა იმდენი ილაპაარაკე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.