“ნიკა გვარამია, შეწყვიტე სიძულვილი, ტერორი, გინება, თორემ ხალხი უფრო მკაცრი იქნება!”

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

Nika Gvaramia, ვწუხვარ იმიტომ, რომ შენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ვწუხვარ იმიტომ, რომ შენც გყავს ოჯახი, შვილები, მამა, დედა, ნათესავები. ვწუხვარ იმიტომ, რომ ისინი ამას განიცდიან.

ნიკა, ნიკოლოზ, გთხოვ დაფიქრდე, გააღვიძე ის მცირედი ადამიანური შენში, გიღირს ეს ყველაფერი ამად? გთხოვ დაფიქრდე რას თესავ საზოგადოებაში, თან როგორ საზოგადოებაში თესავ ამ სიძულვილს, აცნობიერებ? თესავ ძალიან ემოციურ და იმპულსურ საზოგადოებაში და იღებ ძალიან ემოციურ და დარწმუნებული ვარ შენთვისაც ადამიანურად მძიმე პასუხს.

შეწყვიტე სიძულვილის თესვა, შეწყვიტე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მორალური ტერორი, შეწყვიტე მათი გინება, თორემ ეს ხალხი იქნება ძალიან მკაცრი შენ მიმართ.

შენ დაქვემდებარებაში მყოფთ უთხარი, რომ შეწყვიტონ ნეგატიური ფონის შექმნა, შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, შეწყვიტონ გულის ტკენა.

ნუ ატკენ ქართველ ხალხს გულს, თორემ ისიც გატკენს!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.