ნატო გელაშვილს ვაჟს – ლუკა ჭოხონელიძეს ბინა აჩუქეს

ნატო გელაშვილის უმცროს შვილს, რომელიც საზოგადოებამ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, როგორც ქართული სიმღერის კარგი შემსრულებელი, დღეს დიდი სიურპრიზი გაუკეთეს. მას ერთ-ერთმა კომპანიამ ბინა აჩუქა.

ლუკამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა სამადლობელო წერილი:

„მეგობრებო, არ ვიცი, რამდენად სწორად ვაყალიბებ, რასაც ახლა დავწერ, ვინაიდან ძალიან დიდი ემოციის ფონზე ვწერ ამ სტატუსს.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატო გელაშვილს Nato Gelashvili მისი შემოქმედებისთვის, რომლითაც ქალაქურად ესიყვარულა თბილისს და კიდევ უფრო დიდი მადლობა ასეთი N1 დედობისთვის. 

აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უმაგრეს პროექტ „მხოლოდ ქართულს“, ვინაიდან ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და ჩემი სიყვარული ქალაქური და ქართული აკადემიური სიმღერის მიმართ.

მთავარი და უდიდესი მადლობა კი ბატონ გიგა წულეისკირს და „სფერო ჰოლდინგს“ იმ ზღვა ემოციებისთვის, რაც მე ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება და ამ ემოციებისთვის ვერანაირი მადლობა ვერ იქნება საკმარისი.

ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრი სიკეთე აკეთოთ და ბევრი გული გაახაროთ.

წარმატებას გისურვებთ ისტორიული პროექტის განხორციელებაში #თბილისურიეზო და ამისთვისაც მადლობას გიხდით, როგორც ერთი თბილისელი ბიჭი“.

  •  
  •  

2 Comments

  1. Digital transformation

    705790 146250I want going to comment as this posts a bit old now, but just wanted to say thanks. 806910

  2. wigs for women

    87899 975643After study some of the content for your website now, i genuinely as if your technique of blogging. I bookmarked it to my bookmark website list and are checking back soon. Pls have a look at my web site too and told me if you agree. 160842

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.