“მწვადი არის კაცის საქმეო ამბობენ – ისე შევწვი, როგორც კახეთში მინახავს და გეტყვით, როგორ…”

ანნა კუ­ჭა­ვა “მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სულ იღი­მის, სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­წევ­და წინ და უკვე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია.

გა­სულ გა­და­ცე­მა­ში ან­ნამ მწვა­დი სა­უ­კე­თე­სოდ მო­ამ­ზა­და და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი იმუ­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა. ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და, ან­ნას ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის შე­სა­ხე­ბაც ვკი­თხეთ, რო­მე­ლიც მის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოც­და აღ­მოჩ­ნდა.

– წარ­მო­გედ­გი­ნათ თავი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში?

– ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­მედ­გი­ნა თავი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, იმ­დე­ნად ბე­დის გა­მოც­და იყო ჩემი თორ­მე­ტე­ულ­ში მოხ­ვედ­რაც კი. წელს ყვე­ლა­ზე დიდი კონ­კურ­სი იყო, 4000-მდე ადა­მი­ა­ნი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პე­ბი გა­ვი­ა­რე და ახლა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ვარ.

– რო­გორც თქვით, ორ ბუმ­ბე­რაზ კაცს მო­უ­გეთ მწვა­დის შეწ­ვა­ში. აქამ­დე შე­გიწ­ვავთ მწვა­დი?

– ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ტური იყო, გა­რე­მოც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებ­და ჩვენ­ზე და არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­წევ­და მწვა­დის შეწ­ვა. ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვი­სა და თავ­გა­და­სავ­ლის­თვის მზად ვი­ყა­ვი. გა­და­ცე­მას რომ ვუ­ყუ­რე, იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი თავს, რომ მე თვი­თონ გა­მიკ­ვირ­და.

“მწავ­დი არის კა­ცის საქ­მე“ – ასეა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ჩვენ­ში. ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცე­ბი წვა­ვენ ხოლ­მე და ქა­ლებს იმ ტე­რი­ტო­რი­ას „არ აკა­რე­ბენ“. შე­სა­ბა­მი­სად, აქამ­დე და­მო­უ­კი­დებ­ლად ცე­ცხლიც კი არ და­მინ­თია. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბას, გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ ეს ალ­ბათ ჩემი ნი­ჭი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მი­ნა­ხავს, რო­გორ წვა­ვენ მწვადს კა­ხეთ­ში – თუ ხორ­ცი ახა­ლია, მა­რი­ლის გარ­და არა­ფე­რი არ სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ვე­ცა­დე, კლა­სი­კუ­რი მწვა­დი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. ამ ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბა და იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი იყო; და­ვამ­ტკი­ცე, რომ ქა­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ ის საქ­მე, რო­მე­ლიც კა­ცებს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დით.

– მო­ი­პო­ვეთ თქვენ­თვის პირ­ვე­ლი და სე­ზო­ნის ბოლო იმუ­ნი­ტე­ტი. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა იყო?

– სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა შოუს და­სა­წყის­ში უფრო მინ­დო­და, რად­გან რო­გორც ახალ­ბე­და, გა­მო­უც­დე­ლი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მაგ­რამ შემ­დეგ, რაც უფრო წინ მივ­დი­ო­დი, მით უფრო ნაკ­ლე­ბად მსურ­და იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა, პი­რი­ქით – თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩემ­თვის და იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ მე რთუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა შე­მიძ­ლია.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, იმი­ნუ­ტი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მო­ვი­პო­ვე, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და სა­ჭი­რო იყო, რად­გან ის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­და­პირ საგ­ზურს ნიშ­ნავ­და. მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე ამის­თვის და ვფიქ­რობ, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ვი­პო­ვე. თუმ­ცა მთე­ლი მე­ო­რე ეტა­პის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უს­ვენ­რად ვი­ყა­ვი და მინ­დო­და მეც სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბის მსგავ­სად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა კერ­ძი.

– შოუ ძა­ლი­ან და­ძა­ბულ ეტაპ­ზეა. თქვენ სულ პო­ზი­ტი­უ­რი ხართ, სულ იღი­მით. არ ნერ­ვი­უ­ლობთ, თუ ემო­ცი­ე­ბის მარ­თვას ახერ­ხებთ?

– რა თქმა უნდა, ყვე­ლა ტურ­ში ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ვცდი­ლობ ემო­ცი­ე­ბი ვა­კონ­ტრო­ლო, რომ არც სა­კუ­თარ თავს შე­ვუქ­მნა ამით პრობ­ლე­მა და არც სხვებ­ზე ვი­მოქ­მე­დო უარ­ყო­ფი­თად. ღი­მი­ლით, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს ვამ­ხნე­ვებ. გარ­და ამი­სა, ბევ­რი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მიხ­დე­ბა ღი­მი­ლი და სულ უნდა ვი­ღი­მო­დე. მი­ხა­რია, რომ ისი­ნი პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნად აღ­მიქ­ვა­მენ, ამი­ტომ ჩემ თავს სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ღი­მი­ლი არ და­მა­ვი­წყდეს.

– რო­გო­რი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს?

– ისე­თი, რო­გო­რიც ჯერ არ ყო­ფი­ლა! ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მა­ყუ­რებ­ლის ბევრ შე­კი­თხვას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. მა­გა­ლი­თად, თევ­ზის დე­სერ­ტის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მემ იფიქ­რა, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო და მო­ვი­გო­ნე, რომ თევზს არ ვჭამ.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის ნახ­ვის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბა, რამ­ხე­ლა შოკი იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა. ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა ვერ შევ­ძე­ლი, ის­ტე­რი­უ­ლი ტი­რი­ლი ამი­ტყდა და საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი.

– რა­ტომ გაქვთ თევ­ზი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

– ღრმა ბავ­შვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში თვა­ლე­ბის გამო ექიმ­მა ხი­ზი­ლა­ლა და თევ­ზი და­მი­ნიშ­ნა, ჭა­მას მა­ძა­ლებ­დნენ. ბავ­შვო­ბი­დან ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და თევ­ზის ქო­ნის ორ­გა­ნუ­ლი აუ­ტან­ლო­ბა. შე­მიძ­ლია ვჭა­მო, მაგ­რამ მერე ცუ­დად ვხდე­ბი. ექიმ­მა მი­თხრა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­როს. სხვა­თა შო­რის, მუც­ლად­ყოფ­ნი­დან­ვე და­მე­წყო თევ­ზი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, თევზს რომ ვჭამ­დი, ფე­ხებს მირ­ტყამ­დი და წრი­ა­ლებ­დიო.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო თევზს არა­სო­დეს ვამ­ზა­დებ, შე­ხე­ბაც კი ზი­ზღს მგვრის, ასე რომ, ალ­ბათ, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა და­მე­მარ­თა, როცა გა­ვი­გე, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა თევზს უკავ­შირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ცუდი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც მა­ინც და მა­ინც თევ­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის სა­ბე­დის­წე­რო რამ, რაც პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის ფა­სად შე­იძ­ლე­ბა და­გიჯ­დეს.

– ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და, რომ­ლებ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ანნა კუ­ჭა­ვას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

– რაც უნდა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, ამ ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დად არ ვიც­ნობ. ჩემი ოჯა­ხის დიდი ნა­წი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს უკვე 30 წე­ლია, ნა­ხე­ვა­რი – გერ­მა­ნი­ა­ში, ნა­ხე­ვა­რი – საფ­რან­გეთ­ში. მათი დამ­სა­უხ­რე­ბაა, რომ მი­ყუ­რე­ბენ და ასე მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ სხვა ქვეყ­ნებ­ში. ასე­ვე, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ და რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა ჩა­წე­რა მსგავ­სი ვი­დეო, რო­მელ­შიც მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, რამ­ხე­ლა მუხ­ტია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­უ­ლი ხარ. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც თუნ­დაც ერთი კო­მენ­ტა­რით გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი. გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ერთი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რიც კი არ შემ­ხვედ­რია. არ ვიცი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ამბები.ჯი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.