“მძაგს როგორც ქოცების, ასევე ნაცების ერთუჯრედიანი მხარდამჭერები და უტვინო ბატი ტასიკოები”

ჟურნალისტი, თაზო ბენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“კარგი რა ხალხო, კარგი!

2012 წლის არჩენებზე რაც ხდებოდა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი!!! იმ პარტიის ხალხი მაინც ნუ იძახით რაღაცებს ვინც მაშინ ამის მომსწრენი იყავით ქოცებიან-ნაცებიანად!!! ნაციონალების მედია პორტალი smo.ge ე.წ. სამეგრელოს მედია ორგანიზაცია მანქანაში მივარდებოდა და ისე ცდილობდა გადაეღო და დაეფიქისირებინა ჩემი სახე!!! დიახ ის smo.ge რომლის რედაქტორ-დირექტორი მალხაზ ბასილაია იყო და რომელიც დღეს აქტიურად პოზიტიურ კონტექსტში აშუქებს ოცნების ამბებს!!!

დიახ, ფეხდაფეხ დაგვყვებოდა და გვიშლიდა ხელს მუშაობაში!!! დიახ, საავარიო სიტუაციაც შეგვიქმნეს და ლამის ხრამში გადაგვყარეს მე (არასამთავრობო ორგანიზაცია) და ინფო 9.

დღეს კი ეს ადამიანები, მაშინდელი ნაც. მოძრაობა და მათი მხარდამჭერები გამოდიან და მე და ჩემნაირებს ჭკუას გვარიგებენ, გვემუქრებიან და ა.შ. დიახ, ნატო გოგელია დღეს TV პირველის ჟურნალისტი მაშინ, აი იმ წლებში, თქვენ რომ “სისხლიან ცხრა წელს” ეძახით იდგა და აშუქებდა ყველაფერს, დღეს კი ის ე.წ. “ამბოხის” მონაწილედ შერაცხეს, მაშინ როცა გოგო სიცოცხლის ფასად წერდა სიმართლეს!!! დღესაც სიმართლეს ამბობს და ამიტომ ებრძვიან!!!

თუ ერთგული ხარ, იყავი ბოლომდე და უერთგულე შენს პარტიას, ნუ იქნები მედროვე, ფულის და თანამდებობის მონა!!!!

დიახ, ჩემი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გაუშვეს, წავიდა მაგრამ დაიბარა ნურავინ გამომყვებით აკეთეთ თქვენი საქმე, დარჩით სამსახურებშიო მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა… რამდენად სწორი პოლიტიკა იყო ეს მათი მხრიდან, ეს უკვე მათი სინდისი საქმეა!!!

კი ბატონო დღეს ჩემს ქალაქს ყავს საუკეთესო მერი. ადამიანი, რომელზეც არავინ ამბობს ცუდს, (ერთეულების გარდა) მაგრამ…

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, იმდენი პოსტი შემხვდა, იმდენი ჩივილი ნაცებისაგან, იმდენი ქება ქოცებისაგან და ძახილი – თუ რა მაგარია ქვეყანა, რომ შევღონდი. არა, ბატონებო, არც თქვენს დროს იყო ნაკლები შანტაჟი და ქრთამი და არც ახლაა.

ვერა, ბატონებო, ოცნების წევრებო, ვერაფერი ვერ გააკეთეთ თქვენ, ვერ დაგვანახეთ ის, რომ დაცულები ვართ, ვერ მოახდინეთ იმის უზრუნველყოფა, რომ თავი დაცულად გვეგრძნო, ჩვენ არ უნდა გვეუბნებოდეთ ნაც. მოძრაობის ყოფილ ან ახლანდელ წევრებზე, რომ დამნაშავეები არიან და რომ ციხეში უნდა ისხდნენ. ამაზე თქვენ უნდა გეზრუნათ და უნდა დაგემტკიცებინათ!!!

მძაგს როგორც ქოცების, ასევე ნაცების ერთუჯრედიანი მხარდამჭერები და უტვინო ბატი ტასიკოები, როგორებიც ჰყავთ ცნობილ ტიპებში, ეგრეთწოდებულ ელიტაში!!! დიახ, თქვენი ხელისუფლების დროს და განსაკუთრებით ბოლო ერთ წელოწადში, რესტორნებში ერთი მეორეს მიყოლებით გვესმის რუსული და “კაი ბიჭური” სიმღერები, უბნებში ეწყობა “სხადნიაკები”, არის შერჩევითი სამართალი, ისე, როგორც მაშინ, “სისხლიანი ცხრა წელი” რომ გვქონდა!!!

ბოდიში თუ დიდია ტექსტი და ბოდიში თუ დავაფიქსირე ჩემი აზრი.

პ.ს და მაინც 2012-ის მერე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნაცი და ქოცი ერთია და რომ შეხმატკბილებულად სხედხართ და გვაკვირდებით შორიდან.”

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    შე ლაყე კვერცხიდან გამომძვრალო:))

    1. ანონიმური

      შე ანონიმურო აქამდე ყველა სტატუსზე თუ მეთანხმებოდი ახლა არ მოგეოწნა? 🤣🤣

      1. ანონიმური

        ყოველთვის ყველაფერზე რატომ უნდა დაგეთანხმო, შენ მელა ხარ და მე შენი კუდი?

  2. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა...........

    აა 100%კაცი ქეკანაზე. ბჭო, ქვეყნის შიგნით ეს მთელი “ქართული პოლიტ.ელიტა”გასაგებია მაგრამ, ქვეყნის გარეთაც რა ხდება გარტყმაში რომ არ არიან ?. ხოლო ერთეული ბობოლები ვინც არიან იმათაც მოსამართი კუკლებივით რომ მართავენ კუკლავოდები?

  3. ანონიმური

    მოგიტყანთ ოცნება

    1. ანონიმური

      რა გოჭი ხარ 🙂 🤣 ჩემი ოცნების მხარდამჭერიბა არ გაიშვა არსად 🤣

  4. ანონიმური

    100%-ით გეთანხმებით!

  5. გარიკ

    მეორე პუნქტში გეთანხმები. შენი ნებაა ვინც გინდა ის გიყვარდეს, მხოლოდ სიმშვიდე და წინსვლა რომ გაიმარჯვებს ეს სიმართლეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.