მღვდელ-მონაზონ შიოს გარდაცვალებას საპატრიარქო ეხმაურება

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ შიოს გარდაცვალებას საპატრიარქო და გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი” საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

„დღეს, 2020 წლის 21 ნოემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი).

„საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგია მწუხარებას გამოვთქვამთ მამა შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი შიო”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ნოემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.