“მუშაობდა არაოფიციალურად, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი” – დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს

რატომ შეცვალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში უკვე წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანით? თანაც, როგორც პარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება დღეს, მაჟორიტარების წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა და პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა ეს სწორედ წარდგენისას გაიგო.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი droa.ge-სთან აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „გადაწყვეტილება, რეალურად, დღეს მიიღო“ და ეს დევი ჭანოტაძემაც იცოდა.

“სია ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ ვერ დავაკონკრეტებ, დევი ჭანკოტაძე სიის რომელ ათეულში იქნება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველა ღირსეული ადამიანი იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. დევი ჭანკოტაძე ღირსეულ ადგილას იქნება წარმოდგენილი”, – უთხრა droa.ge-ს უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, დევი ჭანკოტაძე პარტიის მიერ ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა, ის ჩასული იყო და მუშაობდა არაოფიციალურად, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. ამ განცხადების მიუხედავად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე, ჟორჟოლიანის ოფიციალურად წარდგენის შემდეგაც კი, ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კვლავ ჭანკოტაძე ეწერა.

ზაალ უდუმაშვილი: “დევი ჭანკოტაძე ჩვენ მიერ წარდგენილი არ ყოფილა, დევი ჭანკოტაძე ჩასული იყო და იქ მუშაობდა არაოფიციალურად, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. უბრალოდ, ჩვენ ვითათბირეთ და ერთად გადავწყვიტეთ,  რომ ძალიან კარგი იქნება, თუ დევი ჭანკოტაძე წარმოდგენილი იქნება საერთო ეროვნულ კამპანიაში, როგორც ძალიან ცნობილი ადამიანი, როგორც ღირსეული გენერალი, რომ ის იყოს ჩართული ყველა ოლქში აბსოლუტურად და არ იყოს მიმაგრებული მხოლოდ ერთ ოლქზე. მხოლოდ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დევი ჭანკოტაძე ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რეგიონში აქტიურად იქნება წარმოდგენილი”.

შეკითხვაზე, ხომ არ ქმნის უხერხულობას ის, რომ დევი ჭანკოტაძის ბანერები, როგორც ამ ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, გამოფენილი იყო, ამაში ჭანკოტაძემ ფულიც დახარჯა და მოსახლეობასაც, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, ისე ხვდებოდა, უდუმაშვილი პასუხობს, რომ ასეთი რამ ხდება და ჭანკოტაძემ ამ კამპანიით ნანუკა ჟორჟოლიანს კარგი პლატფორმა მოუმზადა.

სწორედ დღეს ჭანკოტაძის შტაბმა მოგვაწოდა საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფოტოფაქტებიც. 

“ეს არ არის პრობლემა, ეს ხდება ხოლმე. საარჩევნო კამპანიის დროს შეიძლება მოხდეს კანდიდატების ჩანაცვლება. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია ის, რომ დევი ჭანკოტაძე ჩვენი კამპანიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება… გადაწყვეტილება, რეალურად, ნანუკამ დღეს მიიღო, როგორც მე ვიცი. თუმცა, შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყოს გაკეთებული… და ეს, რა თქმა უნდა, იცოდა დევი ჭანკოტაძემ. დევი ჭანკოტაძე იმ ოლქშიც განაგრძობს მუშაობას. ძალიან კარგი პლატფორმა მოუმზადა ზოგადად ნანუკა ჟორჟოლიანს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ამისთვის მას დიდი მადლობა და განსაკუთრებით დიდი მადლობა იმისთვის, რომ დათანხმდა საერთო ეროვნული კამპანიის დროს ჩვენი წარმომადგენელი იყოს,”- აცხადებს უდუმაშვილი.

droa.ge

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    სტალინი. ის ქვეყანა ვერასოდეს ვერ შედგება ქვეყნად, და არასოდეს არაფერი არ ეშველება სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი დეპუტატობის კანდიდატი იქნება!!!

  2. სიმართლე

    ჯერ ჩამოყალიბდით……

  3. ანონიმური

    ჭანკოტაძე,თუ არ გამოხვიდე და არ აგინო მაგ გადამგდებებს,შენ იყო ნანულას ტრუსიკი.

  4. ანონიმური

    არც ერთი არ ხართ ნანულიზე უკეთესი და ე.წ. ღირსეული. ყველანი ერთი ნაგავი ხართ. ნანულა ღა აკლდა თქვენს თაიგულს. ვაი, უბედურო საქართველოოო!

  5. ანონიმური

    საიდან ამდენი ბიღმა და აგრესია რა საშინელება ხალხი ხართ

  6. Giorgi mtawminda

    ბოზი მუტელმა შეცვალა

  7. ანონიმური

    Ნანუკა მაჟორიტარი? Ხა, ხა, ხა, ეს თვითდაჯერებული კრეტინი,ვაი რა დღეში ხართ ნაცბანდა თქვე საწყლებო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.