“მუთოშვილის ოჯახი სისხლის აღების წესს ძალაში ტოვებს” – პანკისში შერიგება ვერ შედგა

მუთოშვილების ოჯახმა დაპირისპირებულ ქავთარაშვილების გვართან შერიგებაზე ისევ უარი თქვა.

პანკისის ხელობაში, სოფელ ჯოყოლოში მოლაპარაკებები მოკლული ვისო მუთოშვილის მშობლებთან დილიდან მიმდინარეობდა. იყო დაჩოქების ტრადიცია და პატიების თხოვნა, თუმცა ოჯახი სისხლის აღების წესს ძალაში ტოვებს და იმასაც ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ხეობაში შერიგების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სისხლი რად უნდათ ? ნაცხი აიღონ ცხვირ-ხახიდან.

  2. ანონიმური

    ბრბო

  3. ბარნაბა ხონელიძე

    ნუთუ ამ ველურები ასე უნდა უყუროს ცივილიზებულად მთავრობამ?:(

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.