“მსოფლიო განსაცდელის ჟამს, მე დაგიფარავ შენ – ასე მიმართავს უფალი საქართველოს” – პატრიარქის ქადაგება (2006წ)

მთელს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მორწმუნე საზოგადოების ნაწილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2006 წლის ქადაგება გაახსენა, როდესაც ილია II-მ ახალი წლის ღამეს იქადაგა და საზოგადოებას „იოანეს გამოცხადებაზე“ დაყრდნობით გაახსენა უფალის მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი, სადაც მე-6 – ფილადელფიის ეკლესიაში საქართველოს ეკლესია იგულისხმება.

„ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს აი, მე დაგიფარავ შენ! ასე მიმართავს უფალი საქართველოს

ნახეთ სრულად პატრიარქის ქადაგება:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თითოეული თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი მოღვაწეობა დიდი ღირსი მამისა სერაფიმე საროველისა. ნებისმიერ დროს, როცა მასთან ადამიანები მიდიოდნენ, ყველას მუდამ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „სიხარულო ჩემო, ქრისტე აღსდგა!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე მისთვის აღდგომის დღესასწაული იყო.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დღეს ახალი წლის საერო დღესასწაულია. ზოგი დღესასწაულობს ამას, ზოგი – არა. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში ახალი წლის აღნიშვნის თარიღი მრავალგზის შეცვლილა. იყო დრო, როცა ახალი წელი, მარტიდან იწყებოდა.

საეკლესიო ახალი წელი ძველი სტილით 1 სექტემბრიდან იწყება.

მიუხედავად იმისა ვდღესასწაულობთ დღეს ახალ წელს თუ არა, – ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – მინდა, დღეს ყველამ ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით.

ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ – როგორი ცვალებალიბაა ჩვენში – სიკეთისკენაა თუ ბოროტებისკენ.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, – ბრძოლა აუცილებელია. როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა: „ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე“. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლა კეთილსა და – ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა – ბოროტისაგანაა, – იგი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაცინვაა. შეაცდენს და შემდეგ დასცინის. საერთოდ, დაცინვა ბოროტი სულის თვისებაა. რაც არ უნდა ნაკლი დაინახო სხვა ადამიანში, არავთარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რაიმე დადებითი თვისებები გააჩნია – სილამაზე თუ სიკეთე, – უნდა ახსოვდეს რომ ეს მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო, ღვთის მადლი და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

როცა გუშინ ერს ტელევიზიით ახალი წელი მივულოცე, ვთქვი, რომ არსებობს სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია, შეუერთდეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისკენ მიიდრიკება იგი ღმერთს შორდება.

ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი სჯის. ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთმა სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება. რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა, მთიდან დაქანებულ ქვას ემსგავსა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს.

დღეს ყველას უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენც, მორწმუნეებსაც გვიჭირს და მითუმეტეს, ურწმუნო ადამიანს როგორ გაუჭირდება? ერთ მოხუცებულ ქალბატონს ჰკითხეს: დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართველ კაცსო. მან ასე უპასუხა: დღეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს ქართველობა აკლიაო. და ეს იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართული წეს-ადათი დაივიწყა ქართველმა ადამიანმა. როგორი კრძალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის! როგორი მორჩილება იყო შვილებისა მშობლების მიმართ! სადღაა დღეს ყოველივე ეს?!

დღეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები: „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“. მართალია, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოცდაა. ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვებით და ვინ – მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ.

თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო სასოწარკვეთილაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა; მთავარი ის არის, რმო მას ადგომის სურვილი ჰქონეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად მიაჩნდეს და არა ჩვეულებრივ მოვლენად, ან ადამიანის ბუნების თვისებად.

წმიდა წერილში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს“. ე.ი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამქვეყნად და არ სცოდოს. წმიდა ეფრემ ასური ამისთვის შესანიშნავ წამალს გვთავაზობს, იგი უფლისამი ასეთ ლოცვას აღავლენს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. რატომ დაუკავშირა წმიდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ – „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და „არა განკითხვა“. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, – აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი ცოდვებისაგან გათავისუფლდეს. ამას გისურვებთ თქვენ ყველას, ჩემს თავსაც, მთელს საქართველოს და მთელ ქვეყანას, რომ გავთავისუფლდეთ იმ „ძველი კაცისაგან“, ძველი ვნებებისაგან, ძველი ცოდვებისაგან, შუღლისაგან, მტრობისაგან, ორგულობისაგან, უწმუნოებისაგან და ღვთის მადლით მოვიპოვოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა, მორჩილება და ყოველი სიკეთე, რომელსაც ანიჭებს უფალი მადლითა სულისა წმიდისათა.

უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე. ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვუწოდებთ, პრინციპში – წარსულია. აწმყო წამია, რომელიც მყისვე გაივლის და უკვე წარსულში გადადის. ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა თუ აწმყოს არ ვახსენებთ და ვიტყვით მხოლოდ – წარსული და მომავალი. და იმედი გვაქვს, რომ მომავალი, ღვთის მადლითა და წყალობით, ღვთის კაცთმოყვარეობით კეთილი და მშვიდობიანი იქნება ჩვენთვის.

მინდა შეგახსენოთ, რომ ათონის მთაზე წმიდა ათანასეს ლავრაში XVII-XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა ერთი ბერი – კირილოს ლავრიოტისი. იგი ლავრაში ცხოვრობდა და იმიტომ მიიღო ასეთი სახელი – „ლავრიოტისი“, – კირილე ლავრელი. ის განმარტავს „იოანეს გამოცხადებას“ და ამბობს: როცა უფალი შვიდ ეკლესიას მიმართავს, VI – ფილადელფიის ეკლესია, არის საქართველოს ეკლესია. ჩვენ თუ წავიკითხავთ მიმართვას 7 ეკლესიისადმი, შევამჩნევთ, რომ ყველაზე კარგი – ფილადელფიის ეკლესიისადმია, უფალი ბრძანებს: შენს წინ კარი ღიაა! ეს არის სასუფევლის კარი. იქ წერია ასევე, რომ „ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს (აქ იგულისხმება მეორედ მოსვლის წინ ანტიქტრისტეს მეფობის საშინელი ჟამი), მე დაგიფარავ შენ!“ აი, ასე მიმართავს საქართველოს; ასეთია ნება ღვთისა, ასეთია წყალობა ღვთისა. მე არ ვიცი, რით დავიმსახურეთ ჩვენ ეს. საინტერესო ისაა, რომ კირილოს ლავრიოტისი ამას წერს იმ დროს, როცა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. და აი, ამ დროს იგი საუბრობს საქართველოს გაბრწყინებაზე. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. დიდება და მადლობა უფალს მისი წყალობისა და კაცთმოყვარეობისათვის!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ქართველნი და მთელი საქართველო ღირსი გახდეს ღვთის დიდი წყალობისა!

ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგანიჭოთ!

ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ზურაბი

    ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები, განსაცდელებს, საკუთარ უღმერთობას აბრალებდნენ ხოლმე და ინანიებდნენ.
    რომ ვაკვირდები, დღეს ამის უნარი აღარ გვაქვს

  2. ზურაბი გოჩაშვილი

    ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები, განსაცდელებს, საკუთარ უღმერთობას აბრალებდნენ ხოლმე და ინანიებდნენ.
    რომ ვაკვირდები, დღეს ამის უნარი აღარ გვაქვს

  3. მამხილებელი!

    ხალხო გაიგეთ ეს ვირუსი შექმნეს ორივემ ერთად და ამაში ორივე მოგებული დარჩა…მოკლეთ მსოფლიო ბირჟებზე ფასდაცემული აქციები, ისევ ჩინეთმა შეისყიდა და იხეირა ამით და თან უკვე ეპიდემიას ფაქტიურად გაუმკლავდა …ხოლო ტრამპი რისთვისა მოსული ნახეთ და მოუსმინეთ კარგათ აქ(ლეგენდა კაცია და მისი წიგნები რომ გამოდის პირველ რიგში ამერიკის პრეზიდენტებს უდევს მაგიდაზე…რომის კლუბი დააშტერა და კუდამოძუებული გაუშვა…)… ეს რაც ხდება, შესავალია!მოუსმინეთ გაიგეთ რა ხდება რეალურად,უკაცრავად გამოდით “პიშერიდაააან”… https://www.youtube.com/watch?v=cYA4Llfi-Cg&t=2245s …მოკლეთ 2021წელიდან გველოდება:ახალი სავალიუტო მსოფლიო(ბაზელი 3-ის მიხედვით–ციფრული ვალიუტა რომელიც გამყარებული იქნება ოქროთი),ახალი მსოფლიო წყობა და ახალი ენერგეტიკა. მოკლეთ ძალიან კარგათ გამოჩნდა ჩვენი ხელისუფლების,მედიის,ე,წ.ელიტის,ექსპერტების,მედიცინის(საქართველო პატარაა ფაქტიურად ყველა ყველას იცნობს და ამან იმუშავა ყველაზე მეტად70-80%,დანარჩენი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და საერთოდ მედიცინა რა დღეშია ცოტამ მაგრამ,ძალიან ბევრ მედიკოსებზე კარგათ ვიცით)…ასე რომ ყველაფერი მიდის 3000წლოვანი სოლომონის გეგმის მიხედვით…(გვიანია უკვე…99,999% აზრზე არაა რა ხდება ქვეყნიერებაზე!…) სულ მაქსიმუმ 10წელი დარჩა…ხოდა” გაუმარჯოს” ციფრულ კონცლაგერს5g,ტრანსგუმანიზმს,ანტიქრისტეს,ჩიპირებას და მერე უფლის მეორეთ მოსვლას…თქვენ კი აგრძელეთ ლომის და ვეფხვის არ იყოს…ტახტისთვის ჩხუბში,ზოგი ცხოველი რომ შემოაკვდებათ,ზოგი გაეცევათ…ორივენი კი ცარიელ ტყეში,მაინც რომ აგრძელებენ, არა მე ვარ მეფეო არა მეო…ასეა ეს…………..დაფიქრდით,იყავით ინტერესიანი(განათლება მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში და რაც მასიურათ არ იცის სხვამ, ეძიეთ ის “მიუწვდომელი” )მობრუნდით უფლისკენ და აკეთეთ თუნდაც დაუფასებელი სიკეთე…პატივისცემით…

    1. ანონიმური

      მართალი ხართ

    2. მამხილებელი!

      P.S. ნახეთ აუცილებლათ ერთერთი ყველაზე არაორდინალური “ავანტიურისტი”მილიონებისთვის საყვარელი რესპოდენტი(BBC,CNN…)…მოკლეთ მაგ კაცს შევარქვით”ლუდი ბოლშე ნე ნუჟნი”,აი რატომ?…მოკლეთ თუ არა გაქვთ ნანახი ნახეთ აუცილებლათ!!!!!!!!!! https://www.youtube.com/watch?v=nHT79h_JGbc

      1. მამხილებელი!

        P.S. რა დღეს ხდება და უნდა მოხდეს, ახალი სავალიუტო მსოფლიოს სახით(ბაზელი-3 და ოქროთი გამყარებული ციფრული ვალიუტა), ჯერ კიდევ 2013 იწინასწარმეტყველა!!! და დაბეჭდა თავის ოქროს მონეტები… https://www.youtube.com/watch?v=W33dlaaim2g

          1. მამხილებელი!

            P.S.მისი მიმართვა მთელი მსოფლიოსადმი COVID-19 დაკავშირებით https://www.youtube.com/watch?v=1I-Jgrnv__Q

    3. მამხილებელი!

      !!!სასწრაფოდ დანიაში უკვე დაიწყესო სავალდებულო ვაქცინაცია(ალბათ ჩიპიანი, ან როგორც ამბობენ ტაიმერიანი,მაქსიმალური დრო 50 წლამდე სიცოცხლით(მოხუცი პენსიონრები არ უნდათ))…!!! ნახეთ!!!.. https://www.youtube.com/watch?v=FbrpiiG-O_k

  4. ძლიერი ქადაგებაა!მადლობა ჩვენს პატრიარქს და ამ პოსტის დამდებს.სხვათა შორის,ჩვენს პატრიარქს ნათქვამი აქვს-მე ისე არ წავალ,თუ საქართველო გაერთიანებული არ ვნახეო.არ ვიცი,რას ნიშნავდა ეს სიტყვები.ეს იყო მისი სურვილი თუ ჰქონდა ასეთი გამოცხადება.ალბათ ძნელია დაიჯერო,რომ ეს ყველაფერი მოხდება,მაგრამ არც კორონა ვირუსის მსოფლიო ეპიდემიას ელოდა ვინმე.:) მე ვიცავ პატრიარქის კურთხევას -ლოცვები,დაუჯდომელი,ნაკურთხი წყლის სხურება სახლში. გვაკურთხა-ვემორჩილები.

    1. ანონიმური

      უფალო შეგვიწყალე გამოაფხიზლე ეს ქონებაზე დახარბებული ხალხი გონს მოეგოს დეხმაროს ღარიბს და დავიწყოთ ყველამ ერთად გადარჩენისთვის უფალო შეგვიჭყალე უფალო შეგვიწყალე უფალო შეგვიწყალე ამინ

      1. ანონიმური

        ამინ!

  5. მამხილებელი!

    ყოფილის, ახლანდელის და მითუმეტეს მომავლის…აი თქვენი დემოკრატია «Любая демократия приводит к диктатуре подонков» – (Альфред Нобель), «Демократия есть одурачивание народа при помощи народа ради блага народа» – (Оскар Уайльд) ,
    «Демократия – это аристократия негодяев» – (Джордж Ноэл Гордон Байрон) ,«Демократия – это форма правления, дающая каждому человеку право быть своим собственным угнетателем» – (Джеймс Расселл Лоуэлл) …

    1. მამხილებელი!

      p.s. Deмократия —<>. Уинстон Черчилл

      1. მამხილებელი!

        p.s Deмократия — ”наихудшая форма правления, если не считать всех остальных”.Уинстон Черчилл

  6. მამხილებელი!

    კონცლაგერები,პლასმასის კუბოები,გილიოტინები…https://www.youtube.com/watch?v=LP0-Ep_QwPw&t=2s

  7. მამხილებელი!

    კორონავირუსის შემდეგ,ჩიპიან სავალდებულო აცრებზე (უკვე კარგა) ლაპარაკობენ https://www.youtube.com/watch?v=_jBr6OmykFY

    1. მამხილებელი!

      ბუნტი თუ დაიწყო ამერიკაში,მაშინ კონცლაგერები,პლასმასის კუბოები,გილიოტინები…შეიძლება აქტუალური გახდეს!!! https://www.youtube.com/watch?v=PM7RM7AP-6U

  8. მამხილებელი!

    აი როგორ “აცრებს” ლობირებენ” ჩვენი მედიკოსები” სამედიცინო განიბალიზმი https://www.youtube.com/watch?v=iBU2vYYw6es

  9. მამხილებელი!

    მე მგონი დროა, საპატრიარქომ განაცხადოს რომ ბიბლია ქართული(ლაზარეს ენის)დამწერლობის მიერ არის შესრულებული…ათასობით მაგალითი ამტკიცებს ამას!!! https://www.youtube.com/watch?v=Aw9pj59pHdU&t=2281s

    1. ანონიმური

      Gaixaret, simartlea. Ufali mefobs, shegviwkalen codvilni….

  10. მამხილებელი!

    აი კიდევ ერთი დიდი დასტური იმისა რომ,ილუზიებში ცხოვრება უნდა დავამთავროდ….თქვენ გინდათ რომ ყველაფერმა გადაიაროს და ისევ ძველებურ რიტმს დაუბრუნდეთ…არ იქნება ასე, ამის საშუალებას არ მოგცემენ,არც მთავრობას არ მისცემენ(წამებში მოიშორებენ და “ალტერნატივა” სად,რომელ ქვეყანაშია დამოკლეს მახვილივით კი იცით… ასე რომ სოფლებს მიხედეთ!(ხალხო არ დატოვოთ სოფელი, სნანებელი გაგიხდებათ!!!) … მთავრობა რისთვის და ვისთვის აშენებს ამ კორპუსებს გასაგებია…სხვა ქვეყნის წარმომადგენლებით რომ აივსო ქვეყანა…თუ დაფიქრებულხართ 100ადამიანიდან(კაციდან და ქალიდან) 60-70ახალგაზრდა ულამაზესი ქალი(იაფეტის პირდაპირი შთამომავლები ვართ!!!..უცხოელი შავები კი მოდიან!!!..) რომ დადის და ხვალ თუ ზეგ ფიზიოლოგიური მოთხოვნა გაუჩნდებათ და ჩვენ კაცები არ გვყოფნის(მეორე მსოფლიო ომის პრობლემებიდანაა) და კიდევ ფინანსური პრობლემები…მიჩნდება სერიოზული ეჭვი რომ, ქართველებს ქართველობა(ბევრს) არ უნდათ და მათთვის სულ ერთია,ვინ და რომელი ერის წარმომადგენელი იქნება მათი “შთამომავალი”, კი..ათ …ასე რომ სახლებში ხართ , ფიქრის და განსჯის დრო ბევრი გაქვთ ქართველებო და თუ არ მოვითხოვეთ, ისე არ მოგვეცემა—გამორიცხულია!!!…ნახეთ, უჭკვიანესი ქალბატონია!!! https://www.youtube.com/watch?v=2MHiK0AlKYc&t=519s

  11. მამხილებელი!

    აი როგორ უნდათ, დებილი გახდეს ახალი საზოგადოებრივი ნორმა!!! ნახეთ და მოუსმინეთ,ასეთი ჭკვიანი (ლამამაზები ბევრი გვყავს)ქალბატონი ცოტა ბევრი რომ გვყავდეს კარგია…მოუსმინეთ ძალზე საინტერესოა! https://www.youtube.com/watch?v=aW4xO8MC7tQ

  12. !!!

    მე მიყვარს ჩემი პატრიარქი, ერის მამა და იმედი.

    1. მამხილებელი!

      გაიხარეთ!

  13. მამხილებელი!

    p.s აი კიდევ უბედურებები არის და იქნება”აცრების” სახითhttps://www.youtube.com/watch?v=1yKk6pFQ7Xk

    1. მამხილებელი!

      P.S.ყველაზე მაგარი კაცია youtubze(ასე ეძახიან) 15არხი გახსნა.14 ჯერ დაუხურეს(მოკვლაც უნდოდათ?)

  14. ანონიმური

    ამინ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.