მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო და უფფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით, პანდემიას 24 114 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 536 615-ს მიაღწია.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-მა ჩინეთსა და იტალიას გაუსწრო. ბოლო მონაცემებით, იქ 85 612 ადამიანია დაინფიცირებული, 1 301 კი გარდაიცვალა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.