მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 6,5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსი უკვე 6,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 386,000-ს აღწევს.

გამოჯანმრთელდა 3 მილიონზე მეტი პაციენტი.

ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც კორონავირუსი 1,851,520 პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 107,000-ზე მეტი გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც Covid-19-ის 584,016 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 32,548-ს აღწევს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.