“მსოფლიოს მოდებული პანდემია აუცილებლად შეიცვლება, რადგან ცხოვრება არაფერს ტოვებს უცვლელს”

“კავკასიის უნივერსიტეტის” დამფუძნებელი, კახა შენგელია, რომელიც ირანიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იყო 14 დღის მანძილზე, სოციალურ ქსელში, წერს:

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო!

ნებისმიერი გამოწვევის ფონზე, იქნება ეს ასეთი გლობალური და მასშტაბური, როგორიც დღეს გვაქვს კორონა ვირუსის სახით თუ უმნიშვნელო, ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები სირთულე, ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირობოდ ყველაზე მნიშვნელოვანი.

სამწუხაროდ ვართ იმ რეალობაში, როცა ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ამ საღამოს, ჩვენი ონლაინ სწავლების პირველი სამუშაო დღის ბოლოს, მე გაცილებით იმედიანად და მშვიდად ვარ, მჯერა და ვიცი რომ ამ გადაწყვეტილებით საფრთხე შემცირდა და კიდევ ერთი ნაბიჯით, ერთი დღით დავუახლოვდით იმ მომავალს, როცა გვეტყვიან, რომ პანიკის საფუძველი აღარ გვაქვს.

მე, პირადად, სწორედ იმ მწვავე პერიოდში, როდესაც ვირუსი მთელს მსოფლიოს მოედო, მომიწია მოგზაურობა, შეხვედრა სხვადასხვა ხალხთან, შედეგად 14 დღიანი თვითიზოლაცია და სახლის ერთ ოთახში საკუთარ თავთან ყოფნა, ფიქრი, ჩემი ემოციური მდგომარეობის გაანალიზება. ამ დროს იყო შფოთვაც, რწმენაც რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, სურვილი, გადაწყვეტილება, რომ სრული პასუხისმგებლობით, ჩემი, ერთი ინდივიდის შეგნებული ქმედებით და მორჩილებით ყველა იმ რეკომენდაციის მიმართ რაც მივიღეთ, ჩემი წვლილი შემეტანა ჩემს და ჩვენს კარგად ყოფნაში. აქ ყველას ჩვენი როლი გვაქს, ყველას ჩვენი რესურსი და რეალური გავლენა საერთო მდგომარეობაზე და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე.

ჩემს გამოცდილებას გიყვებით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გითხრათ, მეც იგივე თვალებით ვუყურებ რეალობას, მეც იგივე შეგრძნებებით ვცხოვრობ როგორც თქვენ, მეც მაშფოთებს ფაქტები მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მაშინებს. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მორალური მზაობა, შემართება, სურვილი, რაც რაღა თქმა უნდა ჩვენი ქმედებებით უნდა გამოიხატოს და რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია დავიწყეთ.

მე მხოლოდ მინდა გითხრათ და გთხოვოთ რომ მშვიდად, მაგრამ შეგნებული პასუხისმგებლობით, ყველა რეკომენდაციის დაცვით და საკუთარ თავსა და ერთმანეთზე ზრუნვით, აუცილებლად გავივლით ამ კრიზისს, რთულ პერიოდს კარგი დასასრულით.

გახსოვთ 2003 და 2012 წლის ვირუსები, მაგრამ ალბათ უფრო მეტად ის გახსოვთ, რომ დღევანდელი მგდომარეობა პანდემიად გამოცხადდა. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ არ დავიღალოთ შეზღუდვებში არსებობით იმ დრომდე, სანამ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვირუსის პირობებში ლეტალური შედეგები გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა შემთხვევებში.

ჩვენ ყველას თანაბარი მიზეზი გვაქვს ვირწმუნოთ ის, რომ თუ ვიფრთხილებთ, დავემორჩილებით ყველა რჩევას და რეკომენდაციას, გვემახსოვრება რომ პასუხისმგებლობა გვაქვს როგორც საკუთარ თავზე, ასევე ერთმანეთზე, გაცილებით შევამცირებთ ამ გლობალური ეპიდემიის გავრცელების რისკებს.

მხოლოდ რამოდენიმე ხნით დისტანციური სწავლებით და დისტანციური ურთიერთობით უსაფრთხოებას გავიძლიერებთ, თუმცა ამ ფორმითაც შეგვიძლია ისევ მოვიკითხოთ ერთმანეთი, ისევ ყოველდღიურ კავშირში ვიყოთ და გავიგოთ ერთმანეთს კარგი ამბები, ისევ ვისწავლოთ და განვვითარდეთ, ისევ გავუზიაროთ ერთმანეთს შიში ან პირიქით გავამხნევოთ ჩვენი ფრთხილი ქმედებებით. ყველაფერი ისევ ისე რჩება ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ დროებით სხვა რეალობით და სხვა ფორმით. და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დროებითობა ნაწილობრივ ჩვენზეცაა დამოკიდებული.

მე გთხოვთ და გთავაზობთ, მივიღოთ ეს გლობალური გამოწვევა როგორც ცხოვრების ნებისმიერი სხვა, თუნდაც ბედნიერი დღის უპირობობა და სიმშვიდით მაგრამ სიფრთხილით განვაგრძოთ გზა ერთად.
ეს პერიოდი აუცილებლად დასრულდება, მთავარია დროული რეაგირება, რასაც ჩვენ ერთად უკვე ვახდენთ. ეხლა არ უნდა დავიღალოთ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ერთმანეთის თანაგრძნობით შევივსოთ ურთიერთობის ის დეფიციტი, რაც აუცილებლად მალე ისევ ერთ სივრცეში, ერთმანეთის გვერდით და მონატრებული მისალმებით დაიწყება.

ჩვენ ყველას იგივე ფიქრები გვაქვს, ყველას ერთადერთი საზრუნავი გვაქვს, მაგრამ ასევე ყველას გვაქვს უსაზღვრო რეალური მიზეზი რომ თუნდაც მსოფლიოს მოდებული, პანდემიად აღიარებული მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება, რადგან ცხოვრება არ ტოვებს არაფერს უცვლელს.

გამძლეობას, ჯანმრთელობას და მორალურ სიმშვიდეს გისურვებთ

გამუდმებით ვფიქრობ თქვენზე, ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!!!

თქვენი კახა”

  •  
  •  

კომენტარი

  1. იებატმიშკუვროტ

    ერთი ეს არის ჩუჩუ-გიულას უნივერსიტეტს მართავს და არის მაგარი დაბადებიდან ჩვარი, მილიონები იშოვა და ბავშვებს ტვინს ურეცხავენ!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.