მოხუცი ქალი თბილისში 20 თხასთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ომიკო ხოფერია თბილისში, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ მარტოხელა მოხუცზე წერს, რომელიც 20 თხას უვლის.

„მოგესალმებით მეგობრებო…

ნონა ბებო გახსოვთ ალბათ, წლებია ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს, ღია ცისქვეშ, მის თხებთან ერთად.

ბათუმში ჰყავს შშმ შვილი და შვილიშვილი, თვითონ 15 წელია რევმატიზმისა და ასთმის გამო წამოვიდა აჭარიდან.

მისი მძიმე ყოფა რომ წარმოიდგინოთ მოგიყვებით და ფოტოებსაც ვურთავ…

ნონა ბებო ცხოვრობს თბილისის ზღვის მიმდებარედ, ლოტკინის მხრიდან ლურჯი “ბრეზენტის” ქვეშ, ცეცხლს მიწაზე ანთებს, ლოგინიც კი არ აქვს, პატარა რბილი სკამი აქვს და მასზე სძინავს…

20 თხა ჰყავს და როდესაც სეზონია, რძეს ყიდის და ფულს აგზავნის აჭარაში შვილთან და შვილისშვილთან.

ჩვენ ახალი წლის ღამეს 31-ში მივუტანეთ ლეიბი, საბანი, თბილი ტანსაცმელი და მზა პროდუქტები და დღემდე ჩემი მეგობრები მიდიან და მიაქვთ საკვები.. თუმცა ეს საკმარისი არ არის.

თუ სადმე აღმოსავლეთ საქართველოში მიტოვებული სახლი იცით, ან თქვენს საკუთრებაშია და შეგიძლიათ შეუშვათ ნონა ბებო გთხოვთ აუცილებლად გამოგვეხმაურეთ, ჩვენ ვუზრუნველყობთ ტრანსპორტირებას როგორც ნონა ბებოსი, ასევე მისი თხების“.

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    zato bidzina gvkavs

    1. გარიკ

      შენ ხომ ხარ?

  2. ქ-ნი ნატო

    საინტერესო წერილია,გულისამაჩუყებელი,სიმართლე რომ იყოს კი ბატონო.იცით რომ ზემოთ დასახლებაში ბინა აქვს და ამბობენ გაქირავებულიო,ლოტკინის პოლიციის განყოფილებაში მიბრძანდით და ნახავთ რამდენი ტყუილი საჩივარი აქვს მეზობლებზე დაწერილი,დახმარების გაწევას ივერთუბნელებს ვერავინ დაგვასწრებდა და ვეხმარებოდით კიდეც,სანამ თავისი ბოროტი საქციელით ზიანი არ მოგვაყენა.უამრავი მართლა გაჭირვებულია და თუ დაეხმარებით კარგს იზამთ,რაც შეეხება “ნონა ბებოს”საბნის მიტანას,რაიმე გასახურებლი სასმელი მიგეტანათ ჯობდა “უყვარს განა”

  3. ანონიმური

    ძალიან გამიკვირდა მართალი გითხრათ… 20 თხა ვისაც ყავს ის გაჭირვებული ვერ იქნება. იმ წამს გავიფიქრე რომ თავისებური უცნაური ადამიანი იქნებოდა, მაგრამ მაგას არ მოველოდი რაც თქვენ თქვით. არცაა უკვე გასაკვირი 20 თხის პატრონი მასე რომ ცხოვრობს. მარტო იმას ვერ ვხვდები, ასეთ პირობებში მოწველილ რძეს ვინ ყიდულობს, წარმომიდგენია რა ანტისანიტარია ექნება იმ ბრეზენტის ქვეშ.
    პ.ს. რა ძნელია როცა მოხუცზეა ლაპარაკი, როგორი დამნაშავეც, არ უნდა იყოს. ყველა დავბერდებით, ავიც და კარგიც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.